ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქართული ტრადიციული გემოები ერთ სივრცეში და კულინარიული მრავალფეროვნება - ორბელიანის მოედანი პირველად "ფუდ გენის" მასპინძელი გახდა

ორბელიანის მოედანზე ქართული გულსართიანი ცომეულისადმი მიძღვნილი კულინარიული ფესტივალი „ფუდ გენი“ გაიხსნა, რომელსაც პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი დაესწრო. თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული ღონისძიება 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ქართული ტრადიციული გემოები ერთ სივრცეში და კულინარიული მრავალფეროვნება - ორბელიანის მოედანი პირველად "ფუდ გენის" მასპინძელი გახდა.

დედაქალაქში პირველად გამართული ფესტივალი ქართული გულსართიანი ცომეულის ტრადიციებს მიეძღვნა და სტუმრებს შესაძლებლობა მისცა, ერთი სივრციდან საქართველოს სხვადასხვა კუთხის გემოებში ემოგზაურათ.

ხაჭაპური თავისი მრავალფეროვანი სახეობებით, ლობიანი, კუბდარი, მხლოვანა, ფეტვრაალი, ბრინჯულა და სხვა, ნაკლებად ცნობილი თუ მივიწყებული ცომეული. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ რეგიონებიდან მოწვეული შეფ-მზარეულები, რომლებმაც სტუმრებს არა მხოლოდ ქართული ცომეულის დაგემოვნების, არამედ მომზადების ტექნოპლოგის გაცნობის შესაძლებლობაც მისცეს.

მასტერკლასებთან ერთად გაიმართა არაერთი საინფორმაციო სემინარი, სადაც ყურადღება ქართული კულინარიის ისტორიასა და საუკუნოვან ტრადიციებს დაეთმო. შეფ-მზარეულებმა ნაცნობ კერძებს ახალი ინტერპრეტაციებიც შესძინეს.

ორბელიანის მოედანზე, საქართველოს პირველი ლედი იმყოფებოდა. თამარ ბაგრატიონი ფესტივალის ფარგლებში გამართულ მასტერკლასებს დაესწრო.

ფესტივალი თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

"თბილისი ფუდ-გენი 2026" 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დედაქალაქში "თბილისი ფუდ-გენი 2026" გაიმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები