"ფუდ-გენი 2026" - ორი დღის განმავლობაში ორბელიანის მოედანი ქართული კულინარიული ტრადიციების, მრავალფეროვანი გემოებისა და რეგიონული იდენტობის შეხვედრის ადგილად იქცევა
თბილისში, ორბელიანის მოედანზე კულინარიული ფესტივალი „ფუდ-გენი 2026“ მიმდინარეობს, სადაც სტუმრებს ქართული ცომეულის მომზადების ტრადიციებს აცნობენ. ღონისძიების ფარგლებში გამართულ მასტერკლასებს საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი დაესწრო.
თბილისში "ფუდ-გენი 2026" მიმდინარეობს. ორი დღის განმავლობაში ორბელიანის მოედანი ქართული კულინარიული ტრადიციების, მრავალფეროვანი გემოებისა და რეგიონული იდენტობის შეხვედრის ადგილად იქცევა.
სტუმრებს, ფესტივალზე ქართული გულსართიანი ცომეულის მრავალფეროვანი არჩევანი დახვდათ. ფესტივალის პირველ დღეს, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართული ცომეულის მომზადების ტრადიციებს გასცნობოდნენ.
ორბელიანის მოედანზე, საქართველოს პირველი ლედი იმყოფებოდა. თამარ ბაგრატიონი ფესტივალის ფარგლებში გამართულ მასტერკლასებს დაესწრო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…