ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სუნელ-სანელებლების ნიმუშებში აკრძალული სუდანის ჯგუფის საღებავები აღმოაჩინა, რის გამოც კომპანიებს მათი რეალიზაცია აეკრძალათ და პროდუქციის გამოთხოვა დაიწყო. სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, შეძენილი პროდუქცია არ გამოიყენონ.

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა – სააგენტო
სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა – სააგენტობათუმელები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ-სანელებლის 44 ნიმუში აიღეს. ლაბორატორიული კვლევა კი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა.

სააგენტოს მონაცემებით, ლაბორატორიული კვლევის თანახმად, დარღვევა გამოვლინდა შემდეგ სურსათში:

„წითელი წიწაკა (დამზადების თარიღი: 21.05.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 21.05.2028) – მწარმოებელი შპს „Beyza Gida San Tic“, აღმოჩნდა Sudan I და Sudan IV;

სვანური მარილი (დამზადების თარიღი: 21.05.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 21.05.2028) – მწარმოებელი შპს ,,იგოეთი” (ს/კ 432549361; მის: კასპის რაიონი, სოფელი იგოეთი) – აღმოჩნდა Sudan I და Sudan IV;

ფარშის საკმაზი (დამზადების თარიღი: 29.06.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 29.06.2028) – მწარმოებელი შპს “დაბი” (ს/კ 401946392, მის: დიდი ლილო, ვარკეთილის მეურნეობა) – აღმოჩნდა Sudan Red G;

სვანური მარილი (დამზადების თარიღი: 15.09.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 15.09.2027 წელი) – მწარმოებელი შპს „ნთკ 2016“ (მის: ქობულეთის რ-ნი, სოფელი ქვედა კვირიკე/ბობოყვათის შესასვლელი) – აღმოჩნდა Sudan I.“

„აღნიშნული დარღვევების გამო ბიზნესოპერატორებს აეკრძალათ დასახელებული სურსათის რეალიზაცია. სააგენტოს ზედამხედველობით მიმდინარეობს სუნელ-სანელებლების ბაზრიდან ამოღება/გამოთხოვა.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს დასახელებული სურსათი, არ გამოიყენოს.

სუდანის ჯგუფის საღებავები სურსათში ბუნებრივად არ გვხვდება. იგი მიეკუთვნება ხელოვნური აზო-საღებავების ჯგუფს და არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებდანამატს. სურსათში საღებავების: Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red G; Sudan Red 7 B და Sudan red B-ს გამოყენება აკრძალულია.“ – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წელს დაგეგმილია სხვადასხვა კატეგორიის სურსათის 177 ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევა სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე. დღეის მონაცემებით, მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულ სააგენტოს აღებული აქვს სუნელ-სანელებლის 94 ნიმუში. აკრძალული საღებავები გამოვლენილია 5 ნიმუშში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აღნიშნული დარღვევების გამო ბიზნესოპერატორებს აეკრძალათ დასახელებული სურსათის რეალიზაცია. სააგენტოს ზედამხედველობით მიმდინარეობს სუნელ-სანელებლების ბაზრიდან ამოღება/გამოთხოვა. სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს დასახელებული სურსათი, არ გამოიყენოს. სუდანის ჯგუფის საღებავები სურსათში ბუნებრივად არ გვხვდება. იგი მიეკუთვნება ხელოვნური აზო-საღებავების ჯგუფს და არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებდანამატს. სურსათში საღებავების: Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red G; Sudan Red 7 B და Sudan red B-ს გამოყენება აკრძალულია.“
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
აკრძალული საღებავები სანელებლებში - რა გამოავლინა სურსათის სააგენტომ?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები