კახეთში ველორბოლაში საერთაშორისო ტურნირი დაიწყო
კახეთში საერთაშორისო ველორბოლა „ტურ დე შატო ზეგაანი“ დაიწყო, რომელშიც 5 ქვეყნის 17 გუნდი და 110 სპორტსმენი მონაწილეობს. ღონისძიების გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, პირველი მოადგილე გიორგი თუშიშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა ბენაშვილი ტურ დე შატო ზეგაანის საერთაშორისო ველოსპორტული ღონისძიების გახსნას დაესწრნენ.
შეჯიბრში მონაწილეობს 110 სპორტსმენი, 17 გუნდი, მათ შორის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთის და დუბაის გუნდები.
ტურ დე შატო ზეგაანი არის საერთაშორისო ველოსპორტული ღონისძიება, რომელიც უკვე მეორედ ტარდება კახეთში და მიზნად ისახავს ქართული ველოსპორტის განვითარებასა და კახეთის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…