ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ხვალ უკრაინას რაკეტებისა და დრონების შესაძენად კიდევ 3.3 მილიარდ ევროს გადავცემთ - ევროპა ძალისხმევას აძლიერებს, ახლა სხვებმაც უნდა გააძლიერონ

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინას რაკეტებისა და დრონების შესაძენად კიდევ 3.3 მილიარდ ევროს გადასცემენ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ხვალ უკრაინას რაკეტებისა და დრონების შესაძენად კიდევ 3.3 მილიარდ ევროს გადავცემთ - ევროპა ძალისხმევას აძლიერებს, ახლა სხვებმაც უნდა გააძლიერონ
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ხვალ უკრაინას რაკეტებისა და დრონების შესაძენად კიდევ 3.3 მილიარდ ევროს გადავცემთ - ევროპა ძალისხმევას აძლიერებს, ახლა სხვებმაც უნდა გააძლიერონინტერპრესნიუსი

ხვალ უკრაინას რაკეტებისა და დრონების შესაძენად კიდევ 3.3 მილიარდ ევროს გადავცემთ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ცხადია, მეტია საჭირო.

“ამ წამს მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ზელენსკისთან. რუსეთი დაუნდობლად ურტყამს კიევს და ცდილობს, მისი მცხოვრებლებისთვის ყოველდღიური ცხოვრება შეუძლებელი გახადოს. ჩვენ გვერდში ვუდგავართ ყველა უკრაინელს.

ხვალ უკრაინას რაკეტებისა და დრონების შესაძენად კიდევ 3.3 მილიარდ ევროს გადავცემთ. გასულ კვირას ევროკავშირის დაფინანსება დავამტკიცეთ Patriot სისტემებისთვის ჩვენი “უკრაინის მხარდაჭერის სესხით”. მაგრამ ცხადია, რომ მეტია საჭირო.

სწორედ ამიტომ განვაცხადე, რომ მზად ვართ, გამოვიყენოთ SAFE-ის ფარგლებში დარჩენილი სახსრები თავდაცვის სფეროში ევროკავშირისა და უკრაინის ერთობლივი პროექტების ახალი პროგრამის დასაწყებად.

ჩვენ გვსურს, ერთობლივად შევქმნათ ევროპული საჰაერო და სარაკეტო თავდასცვის სისტემა, რომელიც დაეფუძნება ჩვენს ერთობლივ ანტიბალისტიკურ სისტემა Freya-ს.

ამდაგვარ, შევძლებთ უკრაინის საბრძოლო გამოცდილებისა და ინოვაციის ევროპის ტექნოლოგიასთან და სამრეწველო ძალასთან გაერთიანებას.

ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ თავდაცვის სფეროთი არ შემოიფარგლება.

წელს უკრაინისთვის უკვე მოვახერხეთ დაახლოებით 15 მილიარდი ევროს მობილიზება. მეტი იქნება.

განვიხილეთ რეფორმები, რომლებიც საჭიროა რადაში, რათა განიბლოკოს მომავალი დაფინანსება და იმისთვის, რომ უკრაინამ წინ წაიწიოს ევროკავშირისკენ გზაზე.

შემდეგ კვირას ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვიქნები.

მსოფლიოს მასშტაბით ჩენი უკრაინელი მეგობრებისთვის ჩემი მესიჯი მარტივია: ევროპა ძალისხმევას აძლიერებს. ახლა სხვებმაც უნდა გააძლიერონ თავიანთი მხარდაჭერა,” - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები