ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა
ევროკომისიამ უკრაინას 90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან 1.24 მილიარდი ევრო გადაურიცხა, რაც ადგილობრივი წარმოების დრონებისა და რაკეტების დაფინანსებას მოხმარდება.

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ წარმოებული დრონების, გზაგადამჭერი დრონების, დრონებისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალებისა და რაკეტების დაფინანსებას მოხმარდება.
“რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას აგრძელებს – ცდილობს, უკრაინელებისთვის ყოველდღიური ცხოვრება აუტანელი გახადოს. დღევანდელი გადარიცხვა ხელს შეუწყობს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ადამიანებისა და ინფრასტრუქტურის დაცვას.” – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
უკრაინის დასახმარებლად შემუშავებული სასესხო პაკეტის ფარგლებში 2026-2027 წლებში ქვეყნის თავდაცვისა და თავდაცვითი წარმოებისთვის €60 მილიარდი, ხოლო საბიუჯეტო დახმარებისთვის €30 მილიარდია გათვალისწინებული. მხოლოდ 2026 წელს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდასაჭერად €28.3 მილიარდი უნდა გამოიყოს.
ევროკომისიის ცნობით, 2026 წლის დარჩენილ პერიოდში უკრაინისთვის კიდევ €32.5 მილიარდია ხელმისაწვდომი. აქედან €15.4 მილიარდი თავდაცვის ინდუსტრიას, ხოლო €17 მილიარდზე მეტი, შესაბამისი პირობების შესრულების შემთხვევაში, ქვეყნის ბიუჯეტის მხარდაჭერას შეიძლება მოხმარდეს.
ციტატები სტატიიდან
„რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას აგრძელებს – ცდილობს, უკრაინელებისთვის ყოველდღიური ცხოვრება აუტანელი გახადოს. დღევანდელი გადარიცხვა ხელს შეუწყობს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ადამიანებისა და ინფრასტრუქტურის დაცვას.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…