შალვა პაპუაშვილი უკრაინაში ომთან დაკავშირებით გერმანიის მმართველი პარტიის წარმომადგენლის განცხადების
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამოეხმაურა გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც უკრაინის მხარდაჭერა ევროპის უსაფრთხოების დაცვის ხარჯეფექტიანი გზაა. პაპუაშვილის შეფასებით, ეს მიდგომა აჩვენებს, რომ უკრაინა გამოიყენება ევროკავშირის იაფად დასაცავად. მან ასევე ისაუბრა საქართველოსთან დაკავშირებულ სhგ posibles სცენარებზე და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებზე.

“უკრაინას უყურებენ, როგორც თავის თავდაცვის ხაზს”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის შეფასებისას, რომელმაც თქვა: „უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯეფექტიანი გზაა“.
„ეს არაერთხელ უთქვამთ, რომ უკრაინა არის წინა ხაზი ევროკავშირის თუ ევროპის ქვეყნების თავდაცვისთვის. ის, რომ ხარჯთეფექტიანი არის, კი, ხარჯთეფექტიანია, იმიტომ, რომ თავად არ უწევთ ბრძოლა. არ იღვრება გერმანელების, ფრანგების და ლიტველების სისხლი. იღვრება უკრაინელების სისხლი იმისთვის, რომ ევროკავშირის თავდაცვა იყოს უზრუნველყოფილი.
ეს აჩვენებს, თუ რა ცივსისხლიანია საერთაშორისო პოლიტიკა და რა ადვილია ზოგიერთისთვის, რომ ასეთი ტონით, ასე პირდაპირ, ასე უტიფრად ისაუბრონ, რომ უკრაინა არის გამოყენებული დღეს იმისთვის, რომ ევროკავშირი რაც შეიძლება იაფად დაიცვან.
ყველამ უნდა გაიაზროს, თუ რა ბედი ელოდა საქართველოს, აქ რომ ყოფილიყვნენ პარლამენტში, ხელისუფლებაში ის ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც დღესაც კი სხვა ქვეყნების დროშებს აფრიალებენ.
პირველი, რასაც იზამდნენ, გაუხარდებოდათ, რომ წინა ხაზზე ყოფილიყვნენ. ზურა ჯაფარიძემ სხვა რამე კი არ თქვა?! – „რაღაცით დავეხმაროთ ჩვენც, ერთი 20 ათას ჯარისკაცს ხომ მაინც შევაკავებთ აქო და ვეღარ მოიცლის იქით საბრძოლველადო“. ამისთვის იყვნენ მზად. ამისთვის იყო გამზადებული საქართველო, ამისთვის იყო 2020 წელს მცდელობა არჩევნების შედეგების გაყალბებისა. ამის მერე იყო მიხეილ სააკაშვილის შემოპარება უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების მხრიდან 2021 წელს, მანამდე კონსულტაციებით ბრიუსელში და ვაშინგტონში იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, საქართველოს უნდა ეთამაშა ზუსტად ის ფრონტი, რასაც ჰქვია დამატებითი მეორე ფრონტის გახსნა, რომ ხარჯთეფექტიანი ყოფილიყო ევროკავშირის დაცვა და გაგვეჩერებინა 10, 20 თუ 30 ათასი რუსი ჯარისკაცი მაშინ, როდესაც სხვები პოდიუმებზე და სემინარებზე თუ სხვადასხვა დისკუსიაში დასხდებოდნენ და მშვიდად ისაუბრებდნენ ჩვენს ბედზე და, რა თქმა უნდა, ტაშს დაგვიკრავდნენ და წითელ ხალიჩებს დაგვიგებდნენ, მაგრამ წითელ ხალიჩაზე გამვლელიც აღარ დარჩებოდა, ამ ქვეყანაში ეს სცენარი რომ განხორციელებულიყო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- პირველი არხიშალვა პაპუაშვილი – ყველამ უნდა გაიაზროს, რა ბედი ელოდა საქართველოს, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც დღესაც სხვა ქვეყნის დროშებს აფრიალებენ
- იმედინიუსიშალვა პაპუაშვილი უკრაინაში ომთან დაკავშირებით გერმანიის მმართველი პარტიის წარმომადგენლის განცხადებაზე: უკრაინას უყურებენ, როგორც თავის თავდაცვის ხაზს. ეს აჩვენებს თუ რა ცივსისხლიანია საერთაშორისო პოლიტიკა. ყველამ უნდა გაიაზროს თუ რა ბედი ელოდა საქართველოს. საქართველო უნდა ყოფილიყო მეორე ფრონტი. რა თქმა უნდა, ტაშს დაგვიკრავდნენ და წითელ ხალიჩებს დაგვიგებდნენ, მაგრამ წითელ ხალიჩაზე გამვლელიც აღარ დარჩებოდა ამ ქვეყანაში ეს სცენარი, რომ განხორციელებულიყო
- რუსთავი 2უკრაინა ევროპის იაფ თავდაცვად გამოიყენეს, საქართველოსთვისაც იგივე სცენარი იყო გამზადებული - შალვა პაპუაშვილი
ციტატები სტატიიდან
„უკრაინას უყურებენ, როგორც თავის თავდაცვის ხაზს“
„უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯეფექტიანი გზაა“
„ეს არაერთხელ უთქვამთ, რომ უკრაინა არის წინა ხაზი ევროკავშირის თუ ევროპის ქვეყნების თავდაცვისთვის. ის, რომ ხარჯთეფექტიანი არის, კი, ხარჯთეფექტიანია, იმიტომ, რომ თავად არ უწევთ ბრძოლა. არ იღვრება გერმანელების, ფრანგების და ლიტველების სისხლი. იღვრება უკრაინელების სისხლი იმისთვის, რომ ევროკავშირის თავდაცვა იყოს უზრუნველყოფილი. ეს აჩვენებს, თუ რა ცივსისხლიანია საერთაშორისო პოლიტიკა და რა ადვილია ზოგიერთისთვის, რომ ასეთი ტონით, ასე პირდაპირ, ასე უტიფრად ისაუბრონ, რომ უკრაინა არის გამოყენებული დღეს იმისთვის, რომ ევროკავშირი რაც შეიძლება იაფად დაიცვან. ყველამ უნდა გაიაზროს, თუ რა ბედი ელოდა საქართველოს, აქ რომ ყოფილიყვნენ პარლამენტში, ხელისუფლებაში ის ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც დღესაც კი სხვა ქვეყნების დროშებს აფრიალებენ. პირველი, რასაც იზამდნენ, გაუხარდებოდათ, რომ წინა ხაზზე ყოფილიყვნენ. ზურა ჯაფარიძემ სხვა რამე კი არ თქვა?! – „რაღაცით დავეხმაროთ ჩვენც, ერთი 20 ათას ჯარისკაცს ხომ მაინც შევაკავებთ აქო და ვეღარ მოიცლის იქით საბრძოლველადო“. ამისთვის იყვნენ მზად. ამისთვის იყო გამზადებული საქართველო, ამისთვის იყო 2020 წელს მცდელობა არჩევნების შედეგების გაყალბებისა. ამის მერე იყო მიხეილ სააკაშვილის შემოპარება უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების მხრიდან 2021 წელს, მანამდე კონსულტაციებით ბრიუსელში და ვაშინგტონში იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, საქართველოს უნდა ეთამაშა ზუსტად ის ფრონტი, რასაც ჰქვია დამატებითი მეორე ფრონტის გახსნა, რომ ხარჯთეფექტიანი ყოფილიყო ევროკავშირის დაცვა და გაგვეჩერებინა 10, 20 თუ 30 ათასი რუსი ჯარისკაცი მაშინ, როდესაც სხვები პოდიუმებზე და სემინარებზე თუ სხვადასხვა დისკუსიაში დასხდებოდნენ და მშვიდად ისაუბრებდნენ ჩვენს ბედზე და, რა თქმა უნდა, ტაშს დაგვიკრავდნენ და წითელ ხალიჩებს დაგვიგებდნენ, მაგრამ წითელ ხალიჩაზე გამვლელიც აღარ დარჩებოდა, ამ ქვეყანაში ეს სცენარი რომ განხორციელებულიყო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…