ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინა ევროპის იაფ თავდაცვად გამოიყენეს, საქართველოსთვისაც იგივე სცენარი იყო გამზადებული - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დასავლეთი უკრაინას ევროპის თავდაცვის იაფფასიან ხაზად იყენებს, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი სცენარი - "მეორე ფრონტის" გახსნა იყო გამზადებული. პაპუაშვილის მტკიცებით, ოპოზიციის ქმედებები, არჩევნების გაყალბების მცდელობები და მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოპარება სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. თავის მხრივ, გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ნორბერტ როტგენმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ევროპის უსაფრთხოების ყველაზე იაფი გარანტიაა.

უკრაინა ევროპის იაფ თავდაცვად გამოიყენეს, საქართველოსთვისაც იგივე სცენარი იყო გამზადებული - შალვა პაპუაშვილი
უკრაინა ევროპის იაფ თავდაცვად გამოიყენეს, საქართველოსთვისაც იგივე სცენარი იყო გამზადებული - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2

პარლამენტის თავმდჯომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დასავლეთი უკრაინას საკუთარი თავდაცვის წინა ხაზად აღიქვამს და ამ ომს ხარჯთეფექტურად მიიჩნევს, რადგან ევროკავშირის უსაფრთხოებას არა ევროპელების, არამედ უკრაინელების სიცოცხლის ფასად უზრუნველყოფს. მისი შეფასებით, ეს საერთაშორისო პოლიტიკის ცივსისხლიანობასა და უტიფრობას ააშკარავებს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მსგავსი სცენარი იგეგმებოდა საქართველოსთვისაც. მისი განცხადებით, ოპოზიციის (მათ შორის ზურაბ ჯაფარიძის) განცხადებები, 2020 წლის არჩევნების შედეგების გაყალბების მცდელობა და 2021 წელს უცხოური სპეცსამსახურების დახმარებით მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოპარება, სწორედ საქართველოს "მეორე ფრონტად" ქცევას ემსახურებოდა.

"უკრაინას უყურებენ, როგორც საკუთარ თავდაცვის ხაზს და ეს არაერთხელ უთქვამთ, რომ უკრაინა გახლავთ წინა ხაზი ევროკავშირის თუ ევროპული ქვეყნების თავდაცვისთვის. ის, რომ ხარჯთეფექტურია, კი, ნამდვილად ხარჯთეფექტურია, იმიტომ, რომ თავად არ უწევთ ბრძოლა. არ იღვრება გერმანელების, ფრანგების და ლიტველების სისხლი, იღვრება უკრაინელების სისხლი იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ევროკავშირის თავდაცვა.

ასე რომ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა ცივსისხლიანია საერთაშორისო პოლიტიკა და რა ადვილია ზოგისთვის, რომ ასეთი ტონით, ასე პირდაპირ, ასე უტიფრად ისაუბრონ იმაზე, რომ უკრაინა გამოყენებულია იმისთვის, რათა ევროკავშირმა რაც შეიძლება იაფად დაიცვას თავი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველამ უნდა გაიაზროს, სინამდვილეში რა ბედი ელოდა საქართველოს, აქ, პარლამენტში, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც დღესაც კი სხვა ქვეყნების დროშებს აფრიალებენ.

ზურაბ ჯაფარიძემ სხვა რამე კი არ თქვა: რაღაცით დავეხმაროთ ჩვენცო, რომ ერთ 20 000 ჯარისკაცს მაინც შევაკავებთ აქო და ვეღარ მოიცლის იქეთ საბრძოლველადო.

ამისთვის იყვნენ მზად, ამისთვის იყო გამზადებული საქართველო, ამისთვის იყო 2020 წელს არჩევნების შედეგების გაყალბების მცდელობა, ამისთვის იყო საჭირო მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანა და შემოპარება აქ უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების მხრიდან 2021 წელს, მანამდე კონსულტაციებით ბრიუსელსა და ვაშინგტონში.

ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ საბოლოო ჯამში საქართველოს ეთამაშა ზუსტად ის როლი, რასაც ჰქვია დამატებითი, მეორე ფრონტის გახსნა, რომ ხარჯთეფექტური ყოფილიყო ევროკავშირის დაცვა და ჩვენ აქ გვეომა, გაგვეჩერებინა 10, 20 თუ 30 ათასი რუსი ჯარისკაცი. მაშინ, როდესაც სხვები აი ასე, სემინარებსა და პოდიუმის სხვადასხვა დისკუსიებში დასხდებოდნენ, მშვიდად ისაუბრებდნენ ჩვენს ბედზე და, რა თქმა უნდა, ტაშს დაუკრავდნენ, წითელ ხალიჩებს დაუგებდნენ, მაგრამ იმ წითელ ხალიჩაზე გამვლელიც აღარ დარჩებოდა ამ ქვეყანაში, ეს სცენარი რომ განხორციელებულიყო,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ნორბერ ტროტგენის განცხადებით, ევროპის "უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უკრაინის მხარდაჭერაზე უფრო იაფი გზა არ არსებობს".

"ეს ჩვენი უსაფრთხოების ყველაზე იაფი გარანტიაა, რადგან ჩვენ თავად ჯერ არ ვართ მზად სრულად დავიცვათ თავი. ეს ცინიზმი კი არა, სასტიკი რეალობაა. უკრაინის დახმარებით და მისი ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებით, უკრაინელები საკუთარი სისხლის ფასად ყიდულობენ ჩვენთვის დროს, რათა რუსული საფრთხის მოსაგერიებლად მოვემზადოთ", - აცხადებს ნორბერტ როტგენი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უკრაინას უყურებენ, როგორც საკუთარ თავდაცვის ხაზს და ეს არაერთხელ უთქვამთ, რომ უკრაინა გახლავთ წინა ხაზი ევროკავშირის თუ ევროპული ქვეყნების თავდაცვისთვის. ის, რომ ხარჯთეფექტურია, კი, ნამდვილად ხარჯთეფექტურია, იმიტომ, რომ თავად არ უწევთ ბრძოლა. არ იღვრება გერმანელების, ფრანგების და ლიტველების სისხლი, იღვრება უკრაინელების სისხლი იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ევროკავშირის თავდაცვა. ასე რომ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა ცივსისხლიანია საერთაშორისო პოლიტიკა და რა ადვილია ზოგისთვის, რომ ასეთი ტონით, ასე პირდაპირ, ასე უტიფრად ისაუბრონ იმაზე, რომ უკრაინა გამოყენებულია იმისთვის, რათა ევროკავშირმა რაც შეიძლება იაფად დაიცვას თავი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველამ უნდა გაიაზროს, სინამდვილეში რა ბედი ელოდა საქართველოს, აქ, პარლამენტში, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც დღესაც კი სხვა ქვეყნების დროშებს აფრიალებენ. ზურაბ ჯაფარიძემ სხვა რამე კი არ თქვა: რაღაცით დავეხმაროთ ჩვენცო, რომ ერთ 20 000 ჯარისკაცს მაინც შევაკავებთ აქო და ვეღარ მოიცლის იქეთ საბრძოლველადო. ამისთვის იყვნენ მზად, ამისთვის იყო გამზადებული საქართველო, ამისთვის იყო 2020 წელს არჩევნების შედეგების გაყალბების მცდელობა, ამისთვის იყო საჭირო მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანა და შემოპარება აქ უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების მხრიდან 2021 წელს, მანამდე კონსულტაციებით ბრიუსელსა და ვაშინგტონში. ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ საბოლოო ჯამში საქართველოს ეთამაშა ზუსტად ის როლი, რასაც ჰქვია დამატებითი, მეორე ფრონტის გახსნა, რომ ხარჯთეფექტური ყოფილიყო ევროკავშირის დაცვა და ჩვენ აქ გვეომა, გაგვეჩერებინა 10, 20 თუ 30 ათასი რუსი ჯარისკაცი. მაშინ, როდესაც სხვები აი ასე, სემინარებსა და პოდიუმის სხვადასხვა დისკუსიებში დასხდებოდნენ, მშვიდად ისაუბრებდნენ ჩვენს ბედზე და, რა თქმა უნდა, ტაშს დაუკრავდნენ, წითელ ხალიჩებს დაუგებდნენ, მაგრამ იმ წითელ ხალიჩაზე გამვლელიც აღარ დარჩებოდა ამ ქვეყანაში, ეს სცენარი რომ განხორციელებულიყო,“
შალვა პაპუაშვილი
„ეს ჩვენი უსაფრთხოების ყველაზე იაფი გარანტიაა, რადგან ჩვენ თავად ჯერ არ ვართ მზად სრულად დავიცვათ თავი. ეს ცინიზმი კი არა, სასტიკი რეალობაა. უკრაინის დახმარებით და მისი ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებით, უკრაინელები საკუთარი სისხლის ფასად ყიდულობენ ჩვენთვის დროს, რათა რუსული საფრთხის მოსაგერიებლად მოვემზადოთ“
ნორბერტ როტგენი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უსაფრთხოება უკრაინელების სიცოცხლის ფასად - გერმანელი პოლიტიკოსის განცხადება უკრაინის ომზე და მწვავე პოლიტიკური შეფასებები საქართველოშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები