შალვა პაპუაშვილი – ყველამ უნდა გაიაზროს, რა ბედი ელოდა საქართველოს, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც დღესაც სხვა ქვეყნის დროშებს აფრიალებენ
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო გამზადებული იყო მეორე ფრონტის როლის სათამაშოდ და ევროკავშირის ხარჯეფექტური დაცვისთვის. მისი თქმით, გერმანიის მმართველი პარტიის წარმომადგენლის განცხადება აჩვენებს საერთაშორისო პოლიტიკის ცივსისხლიანობას და იმას, რომ უკრაინას ევროპის თავდაცვის ხაზად იყენებენ. პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში საქართველო მსგავსი სცენარის ქვეშ აღმოჩნდებოდა.

საქართველო გამზადებული იყო, რომ მეორე ფრონტის როლი ეთამაშა და ევროკავშირის დაცვისთვის ხარჯეფექტური ყოფილიყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებაზე, რომ „უკრაინის მხარდაჭერა არის გერმანიის უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯეფექტური გზა“.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს აჩვენებს, თუ რა ცივსისხლიანი არის საერთაშორისო პოლიტიკა და რა ადვილია ზოგიერთისთვის ასე პირდაპირ და უტიფტრად საუბარი.
„უკრაინას უყურებენ, როგორც საკუთარ თავდაცვის ხაზს. არაერთხელ უთქვამთ, რომ უკრაინა არის თავდაცვის ხაზი ევროპის ქვეყნებისთვის. კი ხარჯეფექტური, რადგან თავად არ უწევთ ბრძოლა, არ იღვრება გერმანელების, ფრანგებისა და ლიეტუველების სისხლი, იღვრება უკრაინელების სისხლი, რათა ევროკავშირის თავდაცვა იყოს უზრუნველყოფილი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა ცივსისხლიანი არის საერთაშორისო პოლიტიკა და რა ადვილია ზოგიერთისთვის ასეთი ტონით, ასე პირდაპირ და უტიფტრად საუბარი, რომ უკრაინა გამოიყენება ევროკავშირის იაფად დასაცავად.
კიდევ ერთხელ უნდა გაიაზროს ყველამ, რა ბედი ელოდა საქართველოს, პარლამენტსა და ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ჯგუფი იმ ადამიანებისა, რომლებიც დღესაც სხვა ქვეყნის დროშებს აფრიალებენ. გაუხარდებოდათ კიდეც, წინა ხაზზე ყოფილიყვნენ. სხვა რამე კი არ თქვა ზურა ჯაფარიძემ, რაღაცით დავეხმაროთ ჩვენცო, ერთ 20 000 ჯარისკაც ხომ მაინც შევაკავებთო, ბრძოლით ხომ შევაკავებთ და ვეღარ მოიცლის იქ საბრძოლველადო. ამისთვის იყვნენ მზად, ამისთვის იყო გამზადებული საქართველო. ამისთვის იყო მცდელობა 2020 წელს არჩევნების შედეგების გაყალბებისა, ამისთვის იყო მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანა და შემოპარება უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების მიერ 2021 წელს, მანამდე კონსულტაციებით ბრიუსელსა და ვაშინგტონში. საბოლოო ჯამში საქართველოს უნდა ეთამაშა მეორე ფრონტის როლი, რომ ხარჯეფექტური ყოფილიყო ევროკავშირის დაცვა და ჩვენ აქ გვეომა, გაგვეჩერებინა რუსი ჯარისკაცები, როცა სხვები სემინარებზე და დისკუსიებზე დასხდებოდნენ და მშვიდად ისაუბრებდნენ ჩვენს ბედზე. ტაშს დაგვიკრავდნენ და წითელ ხალიჩებს დაგვიგებდნენ, მაგრამ წითელ ხალიჩაზე გამვლელიც აღარ დარჩებოდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიშალვა პაპუაშვილი უკრაინაში ომთან დაკავშირებით გერმანიის მმართველი პარტიის წარმომადგენლის განცხადებაზე: უკრაინას უყურებენ, როგორც თავის თავდაცვის ხაზს. ეს აჩვენებს თუ რა ცივსისხლიანია საერთაშორისო პოლიტიკა. ყველამ უნდა გაიაზროს თუ რა ბედი ელოდა საქართველოს. საქართველო უნდა ყოფილიყო მეორე ფრონტი. რა თქმა უნდა, ტაშს დაგვიკრავდნენ და წითელ ხალიჩებს დაგვიგებდნენ, მაგრამ წითელ ხალიჩაზე გამვლელიც აღარ დარჩებოდა ამ ქვეყანაში ეს სცენარი, რომ განხორციელებულიყო
- რუსთავი 2უკრაინა ევროპის იაფ თავდაცვად გამოიყენეს, საქართველოსთვისაც იგივე სცენარი იყო გამზადებული - შალვა პაპუაშვილი
- POSTVშალვა პაპუაშვილი უკრაინაში ომთან დაკავშირებით გერმანიის მმართველი პარტიის წარმომადგენლის განცხადების
ციტატები სტატიიდან
„უკრაინას უყურებენ, როგორც საკუთარ თავდაცვის ხაზს. არაერთხელ უთქვამთ, რომ უკრაინა არის თავდაცვის ხაზი ევროპის ქვეყნებისთვის. კი ხარჯეფექტური, რადგან თავად არ უწევთ ბრძოლა, არ იღვრება გერმანელების, ფრანგებისა და ლიეტუველების სისხლი, იღვრება უკრაინელების სისხლი, რათა ევროკავშირის თავდაცვა იყოს უზრუნველყოფილი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა ცივსისხლიანი არის საერთაშორისო პოლიტიკა და რა ადვილია ზოგიერთისთვის ასეთი ტონით, ასე პირდაპირ და უტიფტრად საუბარი, რომ უკრაინა გამოიყენება ევროკავშირის იაფად დასაცავად. კიდევ ერთხელ უნდა გაიაზროს ყველამ, რა ბედი ელოდა საქართველოს, პარლამენტსა და ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ჯგუფი იმ ადამიანებისა, რომლებიც დღესაც სხვა ქვეყნის დროშებს აფრიალებენ. გაუხარდებოდათ კიდეც, წინა ხაზზე ყოფილიყვნენ. სხვა რამე კი არ თქვა ზურა ჯაფარიძემ, რაღაცით დავეხმაროთ ჩვენცო, ერთ 20 000 ჯარისკაც ხომ მაინც შევაკავებთო, ბრძოლით ხომ შევაკავებთ და ვეღარ მოიცლის იქ საბრძოლველადო. ამისთვის იყვნენ მზად, ამისთვის იყო გამზადებული საქართველო. ამისთვის იყო მცდელობა 2020 წელს არჩევნების შედეგების გაყალბებისა, ამისთვის იყო მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანა და შემოპარება უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების მიერ 2021 წელს, მანამდე კონსულტაციებით ბრიუსელსა და ვაშინგტონში. საბოლოო ჯამში საქართველოს უნდა ეთამაშა მეორე ფრონტის როლი, რომ ხარჯეფექტური ყოფილიყო ევროკავშირის დაცვა და ჩვენ აქ გვეომა, გაგვეჩერებინა რუსი ჯარისკაცები, როცა სხვები სემინარებზე და დისკუსიებზე დასხდებოდნენ და მშვიდად ისაუბრებდნენ ჩვენს ბედზე. ტაშს დაგვიკრავდნენ და წითელ ხალიჩებს დაგვიგებდნენ, მაგრამ წითელ ხალიჩაზე გამვლელიც აღარ დარჩებოდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…