ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლო

ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარებს საქართველოში პოლარიზაციის გაღვივების მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სარჩელი ჩაკეტილი წრის გარღვევას ემსახურება. მან ევროპელ პოლიტიკოსებს მართლმსაჯულებაში ჩარევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში
კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა

"ქართული ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარების - დევიდ მაკალისტერის, ნილს უშაკოვსის და რასა იუკნევიჩიენეს ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა. კობახიძის მტკიცებით ევროპარლამენტარებს საქართველოში პოლარიზაცია სურთ.

მისი შეფასებით საკონსტიტუციო სარჩელი პატრიების აკრძალვის შესახებ "ჩაკეტილი წრის გარღვევას" ემსახურება.

"თავის დროზე, როდესაც პუნქტები წარმოგვიდგინეს შესასრულებლად, ერთ-ერთი პუნქტი იყო დეპოლარიზაცია, სინამდვილეში, ყველაფრიდან გამოჩნდა, რომ ეს მოთხოვნა ფარსი იყო ერთადერთი, მარტივი მიზეზის გამო, რომ სინამდვილეში, ერთადერთი, რაც უნდათ ამ ადამიანებს, მათ შორის, ქალბატონ რასას საქართველოში, სწორედ, რომ პოლარიზაციაა.

ამ სარჩელის წარმატების გარეშე ჩვენ დავრჩებით პოლარიზაციის მუდმივ ჩაკეტილ წრეში და ზუსტად ეს უნდა ქალბატონ რასას, მის მეგობრებს, რომ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში. ჩვენი სარჩელი ემსახურება სწორედ, ამ ჩაკეტილი წრის გარღვევას.

რაც შეეხება სარჩელს, კიდევ ერთხელ ვიტყვი ერთ, მარტივ რამეს, აქ არიან კონკრეტული ძალები, ერთი პოლიტიკური პარტია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც დღემდე, ხელისუფლებას არალეგიტიმურად აცხადებს, უნდათ, რომ ეს დაამკვიდრონ, ვიღაც შეიძლება აცხადებდეს ხელისუფლებას არალეგიტიმურად, ვიღაც შეიძლება პოლიციელს ურტყამდეს ხელს და დარჩეს დაუსჯელი, ვიღაც შეიძლება წლების მანძილზე აცხადებდეს ხელისუფლებას არალეგიტიმურად და ამაზე სამართლებრივ სისტემას არ უნდა ჰქონდეს პასუხი? ეს რა თქმა უნდა, არასწორია. თუ ვინმე არალეგიტიმურად აცხადებს კონსტიტუციურ წყობილებას და ცდილობს მის დამხობას, მას უნდა დაუპირისპირდეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი და სწორედ ეს პასუხია ეს სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ. იმედი გვაქვს, რომ ეს სარჩელი იქნება წარმატებული, რაც საბოლოო ჯამში ძალიან მარტივ შეკითხვას გასცემს პასუხს, ვინ არის სინამდვილეში არალეგიტიმური, ხელისუფლება, თუ ეს რადიკალური ოპოზიცია და უცხოური აგენტურა...

ყველას მოვუწოდებ მაქსიმალურად შეიკავონ თავი ჩვენს მართლმსაჯულებაში, ჩარევისაგან. მათ უნდა წაიკითხონ სარჩელი, შემდეგ წაიკითხონ გადაწყვეტილება და მხოლოდ ამის საფუძველზე შეიძლება გააკეთონ სამართლებრივი კომენტარები. პოლიტიკური კომენტარების გაკეთება არის, მხოლოდ და მხოლოდ უხეში, პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში", -თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერიმ, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსმა და ევროპარლამენტის საქართველოზე მუდმივმა მომხსენებელმა რასა იუკნევიჩიენემ საქართველოს შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ევროპარლამენტარები საქართველოში პოლიტიკური დიალოგის განახლების საკითხს, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობასა და ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას გამოეხმაურნენ.

განცხადებაში ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირს საქართველოსთან დიალოგისთვის კარი არასოდეს დაუხურავს და არსებული ვითარების მიზეზად მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ასახელებენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თავის დროზე, როდესაც პუნქტები წარმოგვიდგინეს შესასრულებლად, ერთ-ერთი პუნქტი იყო დეპოლარიზაცია, სინამდვილეში, ყველაფრიდან გამოჩნდა, რომ ეს მოთხოვნა ფარსი იყო ერთადერთი, მარტივი მიზეზის გამო, რომ სინამდვილეში, ერთადერთი, რაც უნდათ ამ ადამიანებს, მათ შორის, ქალბატონ რასას საქართველოში, სწორედ, რომ პოლარიზაციაა. ამ სარჩელის წარმატების გარეშე ჩვენ დავრჩებით პოლარიზაციის მუდმივ ჩაკეტილ წრეში და ზუსტად ეს უნდა ქალბატონ რასას, მის მეგობრებს, რომ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში. ჩვენი სარჩელი ემსახურება სწორედ, ამ ჩაკეტილი წრის გარღვევას. რაც შეეხება სარჩელს, კიდევ ერთხელ ვიტყვი ერთ, მარტივ რამეს, აქ არიან კონკრეტული ძალები, ერთი პოლიტიკური პარტია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც დღემდე, ხელისუფლებას არალეგიტიმურად აცხადებს, უნდათ, რომ ეს დაამკვიდრონ, ვიღაც შეიძლება აცხადებდეს ხელისუფლებას არალეგიტიმურად, ვიღაც შეიძლება პოლიციელს ურტყამდეს ხელს და დარჩეს დაუსჯელი, ვიღაც შეიძლება წლების მანძილზე აცხადებდეს ხელისუფლებას არალეგიტიმურად და ამაზე სამართლებრივ სისტემას არ უნდა ჰქონდეს პასუხი? ეს რა თქმა უნდა, არასწორია. თუ ვინმე არალეგიტიმურად აცხადებს კონსტიტუციურ წყობილებას და ცდილობს მის დამხობას, მას უნდა დაუპირისპირდეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი და სწორედ ეს პასუხია ეს სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ. იმედი გვაქვს, რომ ეს სარჩელი იქნება წარმატებული, რაც საბოლოო ჯამში ძალიან მარტივ შეკითხვას გასცემს პასუხს, ვინ არის სინამდვილეში არალეგიტიმური, ხელისუფლება, თუ ეს რადიკალური ოპოზიცია და უცხოური აგენტურა... ყველას მოვუწოდებ მაქსიმალურად შეიკავონ თავი ჩვენს მართლმსაჯულებაში, ჩარევისაგან. მათ უნდა წაიკითხონ სარჩელი, შემდეგ წაიკითხონ გადაწყვეტილება და მხოლოდ ამის საფუძველზე შეიძლება გააკეთონ სამართლებრივი კომენტარები. პოლიტიკური კომენტარების გაკეთება არის, მხოლოდ და მხოლოდ უხეში, პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროპარლამენტარები იუკნევიჩიენე, მაკალისტერი და უშაკოვსი: ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, კანონგარეშედ გამოაცხადოს ოპონენტები, ვერ იქნება სანდო პარტნიორი დიალოგისთვის - შემოთავაზება დიალოგის შესახებ საფარია საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის მოსასპობადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები