ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 სასწავლო წლის საუკეთესო მასწავლებლები, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ღვაწლმოსილი პედაგოგები სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ

საქართველოს პარლამენტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით გამართულ ცერემონიაზე საჯარო სკოლების საუკეთესო და ღვაწლმოსილი მასწავლებლები სიგელებითა და საჩუქრებით დააჯილდოვეს.

აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 სასწავლო წლის საუკეთესო მასწავლებლები, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ღვაწლმოსილი პედაგოგები სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ
აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 სასწავლო წლის საუკეთესო მასწავლებლები, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ღვაწლმოსილი პედაგოგები სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენიმედინიუსი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ გახსნა. მთავრობის თავმჯდომარემ მომავალი თაობების აღზრდის საქმეში მასწავლებლების განსაკუთრებულ ღვაწლსა და დამსახურებაზე, ასევე მათი სათანადოდ დაფასების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მოწვეულ სტუმრებს ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკიმ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ მიმართეს.

ღონისძიებაზე აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 სასწავლო წლის საუკეთესო მასწავლებლები მათე შონია, მაკა ქათალანძე და ანგელინა გოგია, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ღვაწლმოსილი პედაგოგები ლია თევზაძე, ლუარა ჩაკაბერია, ნუნუ პერტენავა, მარინე ჯოლოგუა, სვეტლანა რურუა, თამარ წერედიანი და ზოია ბოკუჩავა, სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, მარინე ჩაკვეტაძესა და რუსუდან შონიას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მადლობის სიგელები გადაეცათ.

დაჯილდოებას, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, საქართველოს პარლამენტის წევრები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის საჯარო სკოლების მასწავლებლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

წლის საუკეთესო მასწავლებლები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, სპეციალური კომისიის მიერ გამოვლინდნენ. შერჩეული კანდიდატები სწავლების თანამედროვე და ინოვაციური მეთოდებით, მოსწავლეზე ორიენტირებული პრაქტიკით, ბოლო წლებში დადებითი დინამიკით პროგრესირებადი შედეგებითა და პროფესიული კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების სურვილით გამოირჩევიან.

აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები