ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთში ახალი საპროტესტო აქციების წინ ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა, ქვეყნის მასშტაბით 70 000 პოლიციელის მობილიზებაა დაგეგმილი

საფრანგეთში ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 პოლიციელისა და ჟანდარმის მობილიზება დაიგეგმა, პარიზში კი ლუვრი და სხვა მსხვილი მუზეუმები დაიხურა, რათა გასული კვირის ძალადობრივი არეულობა თავიდან აიცილონ.

საფრანგეთში ახალი საპროტესტო აქციების წინ ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა, ქვეყნის მასშტაბით 70 000 პოლიციელის მობილიზებაა დაგეგმილი
საფრანგეთში ახალი საპროტესტო აქციების წინ ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა, ქვეყნის მასშტაბით 70 000 პოლიციელის მობილიზებაა დაგეგმილიიმედინიუსი

საფრანგეთში ახალი საპროტესტო აქციების წინ ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ქვეყნის მასშტაბით 70 000 პოლიციელის მობილიზებაა დაგეგმილი, პარიზში კი რამდენიმე მსხვილი მუზეუმი დაიხურა, იუწყება ფრანგული მედია.

ამრიგად, როგორც ფრანგული მედია წერს, საფრანგეთის ხელისუფლება ცდილობს, გასული კვირის ძალადობრივი არეულობის განმეორება თავიდან აიცილოს.

პარასკევს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით წესრიგის დასაცავად 70 000 პოლიციელსა და ჟანდარმს განალაგებენ. უსაფრთხოების ძალების განკარგულებაში ასევე იქნება ვერტმფრენები, ჯავშანტექნიკა და წყლის ჭავლის მანქანები.

უქმეებზე ხელისუფლება კვლავ მასშტაბურ დემონსტრაციებს ელოდება. გასულ კვირას საფრანგეთის ქუჩებში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. აქციებს თან ახლდა მაღაზიების ძარცვა, ავტომობილების დაწვა და საჯარო შენობებზე თავდასხმები. ნიღბიანი ჯგუფები პარიზსა და სხვა ქალაქების ცენტრებში მდებარე ბიზნესობიექტებს ესხმოდნენ თავს, რამაც გააჩინა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებამ ვითარებაზე კონტროლი დაკარგა.

უსაფრთხოების ზომების ფარგლებში, შაბათს პარიზში რამდენიმე მსხვილი მუზეუმი დაიხურა, მათ შორის ლუვრი, ორსეს მუზეუმი, პიკასოს მუზეუმი და გრან-პალე, სადაც სეზანის ნამუშევრების მნიშვნელოვანი გამოფენაა წარმოდგენილი.

თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გამოფენა Art Basel-ი პარასკევს გაიხსნა, თუმცა, ღონისძიება მხოლოდ ერთი დღე გაგრძელდა. არეულობის საფრთხის გამო ორგანიზატორებმა შაბათ-კვირის პროგრამა გააუქმეს.

პარიზის მაღაზიების მფლობელები მთელი კვირის განმავლობაში სავაჭრო ობიექტებს შესაძლო ძარცვისგან იცავდნენ. რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, რომელიც გასულ შაბათ-კვირას არეულობის ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო, ბანკის ფილიალი და სხვა ბიზნესობიექტები ხის ფარებით ჩახერგეს, იუწყება მედია.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, შაბათ-კვირას დაგეგმილ მიტინგებზე 70 000 პოლიციელი იქნება მობილიზებულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები