ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია გააპროტესტოს საქართველოში დემოკრატიის დასამარება! - საბა სხვიტარიძე

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტი საბა სხვიტარიძე მოქალაქეებს 25 ოქტომბერს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს იმიტომ კრძალავს, რომ ხალხის ეშინია.

საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია გააპროტესტოს საქართველოში დემოკრატიის დასამარება! - საბა სხვიტარიძე
საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია გააპროტესტოს საქართველოში დემოკრატიის დასამარება! - საბა სხვიტარიძეTV პირველი

"25 ოქტომბერს საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, ქუჩაში გამოვიდეს და გააპროტესტოს საქართველოში დემოკრატიის დასამარება!"- ამ გზავნილით მიმართავს საზოგადოებას ციხიდან საბა სხვიტარიძე და საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ოპოზიციის აკრძალვის სარჩელის განხილვას ეხმაურება.

სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პროევროპული აქციების დროს დააკავეს და გაასამართლეს, ხალხს 25 ოქტომბერს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს. სხვიტარიძე წერს, რომ დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია და არ არის დრო არც ნიჰილიზმის და არც შიშის.

25 ოქტომბერს საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, ქუჩაში გამოვიდეს და გააპროტესტოს საქართველოში დემოკრატიის დასამარება!

"ქართული ოცნება" პარტიებს იმიტომ კრძალავს, რომ ხალხის ეშინია. ამიტომ ხალხმა თავისი ძალა უნდა აჩვენოს უზურპატორ ხელისუფლებას!

ხალხი ნიჰილიზმშია და დაიღალა, ეს მხოლოდ მიზეზებია. ბრძოლა არასდროს არის მარტივი. დღეს საქართველო ისტორიის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე დგას, როდესაც კიდევ ერთხელ წყდება ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი.

ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მომავალი ჩვენს ხელშია. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. ვერც დასავლეთი, ვერც აღმოსავლეთი და ვერც ჩრდილოეთი ვერ გადაწყვეტს ჩვენს ბედს. ჩვენი მომავალი საქართველოში, საქართველოს მოქალაქეების მიერ წყდება!

ახლა ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული!

ვიქნებით შეუგუებელნი, ვიქნებით ბევრნი - გავიმარჯვებთ!

ვიქნებით პასიურები - აღარ გვექნება სამშობლო!

ქართველებს ამაზე ბევრად რთული გამოწვევებისთვისაც გაგვიძლია და გაგვიმარჯივა!

დიდება საქართველოს! ", - წერს წერილში საბა სხვიტარიძე.

ცნობისთვის, 25 ოქტომბერს 19:00 საათზე ხალხი თსუ-სთან აპირებს შეკრებას და მსველობის გამართვას. ამ ფორმით გააპროტესტებს სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკოსებიც, ქართული ოცნების გეგმას, აკრძალონ ოპოზიციური პარტიები.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„25 ოქტომბერს საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, ქუჩაში გამოვიდეს და გააპროტესტოს საქართველოში დემოკრატიის დასამარება!“
საბა სხვიტარიძე
„ქართული ოცნება" პარტიებს იმიტომ კრძალავს, რომ ხალხის ეშინია. ამიტომ ხალხმა თავისი ძალა უნდა აჩვენოს უზურპატორ ხელისუფლებას! ხალხი ნიჰილიზმშია და დაიღალა, ეს მხოლოდ მიზეზებია. ბრძოლა არასდროს არის მარტივი. დღეს საქართველო ისტორიის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე დგას, როდესაც კიდევ ერთხელ წყდება ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი. ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მომავალი ჩვენს ხელშია. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. ვერც დასავლეთი, ვერც აღმოსავლეთი და ვერც ჩრდილოეთი ვერ გადაწყვეტს ჩვენს ბედს. ჩვენი მომავალი საქართველოში, საქართველოს მოქალაქეების მიერ წყდება! ახლა ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული! ვიქნებით შეუგუებელნი, ვიქნებით ბევრნი - გავიმარჯვებთ! ვიქნებით პასიურები - აღარ გვექნება სამშობლო! ქართველებს ამაზე ბევრად რთული გამოწვევებისთვისაც გაგვიძლია და გაგვიმარჯივა! დიდება საქართველოს!“
საბა სხვიტარიძე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვას მომდევნო კვირასაც გააგრძელებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები