ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

NVIDIA-ს შეფასება რეკორდულად გაიზარდა

მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის, Nvidia-ს საბაზრო შეფასება რეკორდულად, 5 ტრილიონ 760 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე მაღალმა მოთხოვნამ.

NVIDIA-ს შეფასება რეკორდულად გაიზარდა
NVIDIA-ს შეფასება რეკორდულად გაიზარდაBM.GE

ბოლო სავაჭრო სესიაზე მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის, Nvidia-ს საბაზრო შეფასება დამატებით 2.2%-ით გაიზარდა, რის შედეგად კომპანიის კაპიტალიზაციამ ახალ რეკორდულ ნიშნულს - 5 ტრილონ 760 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ეს მაჩვენებელი საჯარო კომპანიების ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ღირებულებაა და ჯენსენ ჰუანგის კომპანიას ამჟამად აბსოლუტური რეკორდი ეკუთვნის. არსებული მონაცემებით, Nvidia მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუსს მყარად ინარჩუნებს და მნიშვნელოვნად, თითქმის $1 ტრილიონით უსწრებს მთავარ კონკურენტს, Apple-ს.

5-წლიან პერიოდში Nvidia-ს შეფასება 1,100%-ით არის გაზრდილი, ხოლო 1-წლიან ჭრილში მისი ზრდის მაჩვენებელი 29%-ს აღწევს.

Nvidia-ს საბაზრო წარმატება ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე არსებულ მაღალ მოთხოვნას უკავშირდება. წინა კვარტალში კომპანიის მოგება წლიურად 106% გაიზარდა და მენეჯმენტი მომდევნო წლებში უფრო მკვეთრ ზრდას ელის.

ამასთან, რეკორდულად გაიზარდა Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის შეფასება, რომლის მთავარ გამწევ ძალას სწორედ Nvidia წარმოადგენს, შესაბამისად, სახეზეა პოზიტიური კორელაცია, როდესაც კომპანიის განვითარება იწვევს ინდექსის ზრდას და თავად ინდექსში კაპიტალის შედინება ხელს უწყობს უმსხვილესი კომპანიის ზრდას.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
NVIDIA-მ რეკორდული $235 მილიარდის აქციების გამოსყიდვა გადაწყვიტაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები