ლოტკინის დასახლებაში მოკლული მოზარდის ვინაობა ცნობილია
თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შედეგად მოკლულია მოზარდი, რომლის ვინაობაც ცნობილია. ტვ პირველის ინფორმაციით, მოკლულია დათო ნარიმანიძე. სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, ხოლო შეუტყობინებლობის მუხლით კიდევ სამი პირია დაკავებული.

ტვ პირველის ინფორმაციით, თბილისში, ლოტკინის დასახლებაში მოკლული დათო ნარიმანიძეა.
სისხლინი დაპირისპირება მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევა ერთ-ერთ “დრაივზე” მოხდა, როცა არასრულწლოვნების ჯგუფი ღამით დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ადგილზე ათამდე პირი იმყოფებოდა.
რაც შეეხება დაპირისპირებას, წყაროს ცნობით, მოზარდებმა სადღეგრძელოსს გამო დაიწყეს.
მომხდარ ფაქტზე, მკვლელობის ბრალდებით ასევე არასულწლოვანი რამდენიმე საათის წინ დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე საქმეზე შეუტყობინებლობის მუხლით დაკავებულია სამი პირი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…