პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებული არასრულწლოვანის წინასასამართლოს სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. გამოძიების თანახმად, დანაშაულის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული დაპირისპირება გახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებული არასრულწლოვანის წინასასამართლოს სხდომა მიმდინარეობს
ინტერპრესნიუსი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხუდადოვის ქუჩაზე დამამძიმებელ გარემოებებში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანის, დ.პ.-ს წინასასამართლოს სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან გადაისინჯება მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გადაწყდება, საქმე არსებითად განსახილველად გადაეცეს თუ არა სასამართლოს.

ცნობისთვის, თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე 17 წლის არასრულწლოვანი, დავით ინასარიძე მოკლეს. აღნიშნულზე მისივე თანატოლი, დ.პ. დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მკვლელობის მიზეზი, სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა. საქმის პროკურორის თქმით, არასრულწლოვანს მრავალფეროვანი კრიმინალური წარსული აქვს და ის დაკავებისას გირაოს პირობების ქვეშ იმყოფებოდა.

არასრულწლოვანს დ.პ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ალიაოპოზიციური17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობის საქმე – განსასჯელის სკამზე სკოლის მოსწავლე ზის
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა – ჩემი მოთხოვნაა უმაღლესი სასჯელი, სამუდამო პატიმრობა – ჩემს შვილს არ მიუცია არანაირი მიზეზი, არაფრის გამო მოკლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები