ნარკოდანაშაულის საქმე - სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინის შემოტანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს
სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ფეხსაცმელში დამალული დიდი ოდენობით კოკაინის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე ფერით აქოიუნი დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
მამაკაცი, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკი ფეხსაცმელში ჰქონდა დამალული, 41 წლის თურქეთის მოქალაქე ფერით აქოიუნია. ის ქართველმა სამართალდამცველებმა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ქვეყანაში შემოსავლის მომენტში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება ქვეყანაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის მუხლით დაიწყო. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ის ფეხსაცმელიც, სადაც თურქეთის მოქალაქეს ნარკოტიკების სამალავი ჰქონდა გაკეთებული.
ქვეყანაში კოკიანის უკანონო შემოტანის ფაქტზე დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს აღკვეთი ღონისძიების სახით სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ადვოკატი საქმის დეტალებზე არ საუბრობს. შესაბამისად უცნობია, აღიარებს თუ არა ბრალდებული დანაშაულს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვასა და ქვეყანაში შემოტანის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს ბრალი ორი მუხლით წარედგინა. მას 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს
- TV პირველი„სარფის“ საბაჟოზე 100 გრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
- ალია„სარფის“ საბაჟოზე 100 გრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…