ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ეწვივნენ

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და ვიცე-პრემიერი მაკა ბოჭორიშვილი ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ეწვივნენ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება „შუა დერეფნის“ განვითარებასა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიულ მნიშვნელობას დაეთმო.

ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ეწვივნენ
ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ეწვივნენპირველი არხი

საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში საქართველოში ვიზიტით მყოფი ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოს ვიცე-პრემიერ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ეწვივნენ და სატერმინალო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ივანე აბაშიძემ სტუმრებს საქართველოს საზღვაო ნავსადგურების საქმიანობა, არსებული სატრანზიტო შესაძლებლობები, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო-ლოგისტიკური კვანძის, სტრატეგიულ მნიშვნელობას და „შუა დერეფნის“ განვითარებაში ქვეყნის საზღვაო ნავსადგურების როლს.

ხაზი გაესვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რომლის განხორციელება გაზრდის საქართველოს საზღვაო სატრანსპორტო შესაძლებლობებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო-ლოგისტიკური კვანძის, სტრატეგიულ მნიშვნელობას და „შუა დერეფნის“ განვითარებაში ქვეყნის საზღვაო ნავსადგურების როლს. ხაზი გაესვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რომლის განხორციელება გაზრდის საქართველოს საზღვაო სატრანსპორტო შესაძლებლობებს“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილი: „თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა არის დიალოგის გაძლიერებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მკაფიო გზავნილი“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები