ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ეწვივნენ
ცენტრალური აზიის 5 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მაკა ბოჭორიშვილთან ერთად ბათუმის ნავსადგურს ეწვივნენ. შეხვედრაზე განიხილეს „შუა დერეფნის“ შესაძლებლობები და ხაზი გაუსვეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით მყოფი ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ვიცე-პრემიერ, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ეწვივნენ და სატერმინალო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ
სტუმრებს საქართველოს საზღვაო ნავსადგურების საქმიანობა, არსებული სატრანზიტო შესაძლებლობები, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო-ლოგისტიკური კვანძის, სტრატეგიულ მნიშვნელობას და "შუა დერეფნის" განვითარებაში ქვეყნის საზღვაო ნავსადგურების როლს.
ხაზი გაესვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რომლის განხორციელება გაზრდის საქართველოს საზღვაო სატრანსპორტო შესაძლებლობებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…