ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი მელაშვილი - პარტიების აკრძალვა წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთაც კიდევ უფრო მეტად დაგვაშორებს დასავლურ სამყაროს და დაგვაახლოებს რუსეთთან

ქართული ოცნებაცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისია

გიორგი მელაშვილის განცხადებით, პარტიების აკრძალვა წითელი ხაზია, რომელიც საქართველოს დასავლეთს დააშორებს, რუსეთს დააახლოებს და ქვეყანას ევროპული სახელმწიფოს ნაცვლად ცენტრალურ აზიას დაამსგავსებს.

გიორგი მელაშვილი - პარტიების აკრძალვა წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთაც კიდევ უფრო მეტად დაგვაშორებს დასავლურ სამყაროს და დაგვაახლოებს რუსეთთან
გიორგი მელაშვილი - პარტიების აკრძალვა წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთაც კიდევ უფრო მეტად დაგვაშორებს დასავლურ სამყაროს და დაგვაახლოებს რუსეთთანინტერპრესნიუსი

პარტიების აკრძალვა, რა თქმა უნდა, წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთაც კიდევ უფრო მეტად დაგვაშორებს დასავლურ სამყაროს და დაგვაახლოებს რუსეთთან, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ სტუმრობისას, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, გიორგი მელაშვილმა განაცხადა.

გიორგი მელაშვილის თქმით, მმართველობის მოდელით, რომელიც ახლა საქართველოში მკვიდრდება, პარტიების აკრძალვით, სამოქალაქო საზოგადოების ამოძირკვით, ერთპარტიული, ერთპიროვნული დომინაციის დამყარებით, საქართველო გაცილებით უფრო წააგავს თურქმენეთს და უზბეკეთს, ვიდრე ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს.

„საბოლოო ჯამში, ამ პროცესის შედეგად ჩვენ ვხედავთ სამწუხარო ტენდენციას, რომ იმის ნაცვლად, საქართველომ გადაინაცვლოს უფრო დასავლეთით, ჩვენ უფრო მეტად მივდივართ ცენტრალური აზიისკენ. მმართველობის მოდელი, რომელიც ახლა მკვიდრდება, პარტიების აკრძალვით, სამოქალაქო საზოგადოების ამოძირკვით, ერთპარტიული, ერთპიროვნული დომინაციის დამყარებით, გაცილებით უფრო წააგავს თურქმენეთს და უზბეკეთს, ვიდრე ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე, ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, კარგი პოლიტიკური პარტიები არიან თუ ცუდი, არამედ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვართმევთ საქართველოს მოსახლეობას არჩევანის უფლებას. „ქართული ოცნების“ ცესკოს დათვლითაც კი, ამ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომელთა აკრძალვასაც ახლა აპირებენ, მათ წესით უნდა მიეღოთ მანდატების დაახლოებით ნახევარი, პარლამენტი წესით უნდა წარმოადგენდეს მოსახლეობის ნახევარს. ყველა ამ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, რა თქმა უნდა, არღვევს ყველა კრიტერიუმს, რომელიც არსებობს ევროკავშირში იმიტომ, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს პლურალისტური პოლიტიკური გარემო. პლურალისტური პოლიტიკური გარემოს ამოძირკვა ავტომატურად ნიშნავს, რომ ვერანაირ ევროინტეგრაციაზე ვერ ვისაუბრებთ.

ამას ემატება მეორე საერთაშორისო ასპექტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არსებული პრაქტიკა და მიდგომა, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ხდება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. რა თქმა უნდა, არ არის საჭირო იყო იურისტი, რომ მიხვდე, „ქართული ოცნების“ სარჩელი არანაირად არ აკმაყოფილებს არცერთ საერთაშორისო სტანდარტს. ასე რომ, მორიგ ჯერზე მივდივართ ცენტრალურ აზიაში“, - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საბოლოო ჯამში, ამ პროცესის შედეგად ჩვენ ვხედავთ სამწუხარო ტენდენციას, რომ იმის ნაცვლად, საქართველომ გადაინაცვლოს უფრო დასავლეთით, ჩვენ უფრო მეტად მივდივართ ცენტრალური აზიისკენ. მმართველობის მოდელი, რომელიც ახლა მკვიდრდება, პარტიების აკრძალვით, სამოქალაქო საზოგადოების ამოძირკვით, ერთპარტიული, ერთპიროვნული დომინაციის დამყარებით, გაცილებით უფრო წააგავს თურქმენეთს და უზბეკეთს, ვიდრე ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე, ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, კარგი პოლიტიკური პარტიები არიან თუ ცუდი, არამედ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვართმევთ საქართველოს მოსახლეობას არჩევანის უფლებას. „ქართული ოცნების“ ცესკოს დათვლითაც კი, ამ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომელთა აკრძალვასაც ახლა აპირებენ, მათ წესით უნდა მიეღოთ მანდატების დაახლოებით ნახევარი, პარლამენტი წესით უნდა წარმოადგენდეს მოსახლეობის ნახევარს. ყველა ამ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, რა თქმა უნდა, არღვევს ყველა კრიტერიუმს, რომელიც არსებობს ევროკავშირში იმიტომ, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს პლურალისტური პოლიტიკური გარემო. პლურალისტური პოლიტიკური გარემოს ამოძირკვა ავტომატურად ნიშნავს, რომ ვერანაირ ევროინტეგრაციაზე ვერ ვისაუბრებთ. ამას ემატება მეორე საერთაშორისო ასპექტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არსებული პრაქტიკა და მიდგომა, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ხდება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. რა თქმა უნდა, არ არის საჭირო იყო იურისტი, რომ მიხვდე, „ქართული ოცნების“ სარჩელი არანაირად არ აკმაყოფილებს არცერთ საერთაშორისო სტანდარტს. ასე რომ, მორიგ ჯერზე მივდივართ ცენტრალურ აზიაში“
გიორგი მელაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პაატა დავითაია - პარტიების აკრძალვა იქნება წითელი ხაზი დასავლეთთან ურთიერთობაში - ამ ნაბიჯს გადადგამენ თუ არა, მოსამართლეები დასანქცირდებიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები