ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა - ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები ხვდებიან, რომ ისინი მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც ხელისუფლების სწრაფ ჩამოშლას ჰპირდებოდნენ.

თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა - ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი
თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა - ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგიიმედინიუსი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ადამიანებიდან, რაც უფრო მეტი მათგანი მიხვდება, რომ კონსტიტუციისა და კანონის საწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინეს და ამას აღიარებენ, მით უკეთესია.

შარმანაშვილმა კომენტარი გააკეთა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებასა და საპროცესო შეთანხმების თხოვნაზე. როგორც მან აღნიშნა, ამ საქმეზე დაკავებულები, ალბათ, ხვდებიან, რომ ადამიანებმა, რომლებმაც მათ არარეალური მოლოდინები გაუჩინეს რევოლუციასა და ხელისუფლების სისუსტესთან დაკავშირებით, ისინი მოატყუეს.

„რაც მეტი ადამიანი მიხვდება იმ პერიოდში, სამართალში მიცემული, რომ ეს იყო კონსტიტუციისა და კანონის საწინააღმდეგო ქმედებები, რაშიც მათ ბრალი ედებოდათ და რის გამოც იქნენ ისინი დაპატიმრებულები, უკეთესია. ჩვენთვის მთავარია, რომ ის ადამიანები, რომლებიც რაღაცას აპროტესტებენ, რომლის კონსტიტუციური უფლება მათ გააჩნიათ, მოექცნენ კონსტიტუციის ჩარჩოებში და თუ რამე აქვთ გამოსახატი, კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში გააკეთონ. იმ ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ რევოლუცია ყველაფერს იზამს, უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა და უკვე ჩამოიშლება, უბრალოდ თქვენი ძალისხმევაა ამისთვის საჭირო, ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს, ისინი გამოიყენეს და ნელ-ნელა ამ ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი," -განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: ეს აღიარებები ჩვენ გვაჩვენებს, თუ რასთან გვქონდა საქმე, როდესაც გარედან ინსპირირებული ხელისუფლების დამხობის მცდელობა იყო. როდესაც ორგანიზატორები მიდიან შეთანხმებაზე და ითხოვენ მოწყალებას, ეს საერთო ჯამში აჩვენებს რა ხალხთან გვაქვს საქმეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები