ბურჭულაძის თქმით, მზადაა საკონსტიტუციოს 4 ოქტომბერზე ჩვენება მისცეს
პაატა ბურჭულაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და აცხადებს, რომ მზადაა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ჩვენება მისცეს, რადგან მისი ორგანიზატორი მხოლოდ ის იყო.

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და აცხადებს, რომ მზადაა გამოცხადდეს პროცესზე ან დისტანციურ ფორმატში მისცეს ჩვენება, თუ კოლეგიამ 4 ოქტომბრის საკითხი უნდა განიხილოს. საუბარია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე.
ბურჭულაძე ამბობს, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი მხოლოდ ისაა და სხვას არავის შეუძლია სასამართლოს სწორი ინფორმაცია მოაწოდოს ამ აქციასთან დაკავშირებით.
ბურჭულაძე ოპოზიციურ პარტიებს სთხოვს, თუ პროცესზე „4 ოქტომბრის საკითხი წამოიჭრება“ გაუწიონ შუამდგომლობა, რომ ჩვენება მისცეს.
„პატივცემულო მოსამართლეებო, ვადევნებ თვალს თქვენს სასამართლოს და შევიტყვე, რომ ოპოზიციურ პარტიებს ბრალად აქვს წაყენებული 4 ოქტომბრის შეკრების, ეროვნული კრების ორგანიზება, რაც არის ტყუილი.
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე და სხვას არავის შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს სწორი და სრული ინფორმაცია თუ რისთვის შეიკრიბა ასი ათასობით მოქალაქე თბილისის ცენტრში, რას უყარა კენჭი და რა შედეგი მოჰყვა მას. ჩემი დაკითხვის გარეშე 4 ოქტომბრის დიდი შეკრების არათუ განხილვა, არამედ ხსენებაც კი არამხოლოდ უსამართლობა, არამედ უსინდისობაც იქნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში ან დისტანციურად ჩავერთო ჩვენების მისაცემად. დიდი მადლობა!“ – წერს ბურჭულაძე.
პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ სარჩელში 4 ოქტომბრის მოვლენები მოხსენიებულია, როგორც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის ერთ-ერთი მცდელობა.
საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა. პროცესი 26 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაგრძელდება.
სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.
სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„პატივცემულო მოსამართლეებო, ვადევნებ თვალს თქვენს სასამართლოს და შევიტყვე, რომ ოპოზიციურ პარტიებს ბრალად აქვს წაყენებული 4 ოქტომბრის შეკრების, ეროვნული კრების ორგანიზება, რაც არის ტყუილი. 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე და სხვას არავის შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს სწორი და სრული ინფორმაცია თუ რისთვის შეიკრიბა ასი ათასობით მოქალაქე თბილისის ცენტრში, რას უყარა კენჭი და რა შედეგი მოჰყვა მას. ჩემი დაკითხვის გარეშე 4 ოქტომბრის დიდი შეკრების არათუ განხილვა, არამედ ხსენებაც კი არამხოლოდ უსამართლობა, არამედ უსინდისობაც იქნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში ან დისტანციურად ჩავერთო ჩვენების მისაცემად. დიდი მადლობა!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…