ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“კაწრო” გუშინ ნახალოვკაში, თავის სახლთან ჩვეულებრივად დადიოდა” – ფეიქრიშვილების დედის განცხადება და პენიტენციურის პასუხი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიიუსტიციის სამინისტრო

ფეიქრიშვილების დედის, აბრამიშვილის მტკიცებით, ავთანდილ ბილანიშვილი („კაწრო“) ნახალოვკაში შენიშნეს და ოჯახისთვის დაცვას ითხოვს, თუმცა პენიტენციური სამსახური ცნობას უარყოფს და აცხადებს, რომ ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

“კაწრო” გუშინ ნახალოვკაში, თავის სახლთან ჩვეულებრივად დადიოდა” – ფეიქრიშვილების დედის განცხადება და პენიტენციურის პასუხი
“კაწრო” გუშინ ნახალოვკაში, თავის სახლთან ჩვეულებრივად დადიოდა” – ფეიქრიშვილების დედის განცხადება და პენიტენციურის პასუხიალია

ფეიქრიშვილების დედის ინფორმაციით, ოჯახს მიაწოდეს ცნობა იმის შესახბე, რომ ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწრო“, ნახალოვკაში შენიშნეს.

ინფორმაცია მაქვს იმაზე, რომ „კაწრო“ გუშინ ნახალოვკაში, თავის სახლთან ჩვეულებრივად, ძალიან კარგად დადიოდა.ეს ფაქტი საერთოდ შემზარავია. სურათიც გადაუღიათ, უბრალოდ ჩვენ ვიზღვევთ თავებს, ჩემამდე ვერ მოდის ეს სურათი, თუ მოვიდა, მე არაფრის მეშინია და ეგრევე მივაწვდი მედიასაშუალებებს. რა თქმა უნდა, ეს არის დაუზუსტებელი, რადგან ჯერ ფაქტი არ მაქვს. ასეთ ჭორებს ტყუილად არ იგონებენ. მე მინდა დაცვა, დაიცვან ჩემი შვილები და ჩემი ოჯახი, რომელიმე მთავრობის წევრმა აიღოს თავზე ეს პასუხისმგებლობა, გვნახოს ოჯახი, რომ ჩვენ ვიყოთ გარანტი, მაგრამ ნუ ეფერებით სუს-ს, ხვალ ის თქვენ მოგადგებათ, თქვენ ოჯახებს ააწიოკებს. სუს-ი არის გასაწმენდი, ეს არის ფაშისტური ორგანიზაცია, – ამბობს აბრამიშვილი.

პენიტენციური სამსახური უარყოფს აღნიშნულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ ავთანდილ ბილანიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ სამართალდამცავებმა დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები