"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
ყოფილი გერმანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი მარკუს ბაბელი „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებას ცირკს უწოდებს და აცხადებს, რომ ფეხბურთის მსგავს გუნდურ სპორტში ინდივიდუალური ნომინაციები საერთოდ უნდა გაუქმდეს.

ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა და ახლა უკვე მწვრთნელმა მარკუს ბაბელმა "ოქროს ბურთთან" დაკავშირებით თავისი მოსაზრება დააფიქსირა. მან Ballon d'Or-ის დაჯილდოვებას ცირკი უწოდა.
"ეს ნამდვილი ცირკია - თანაც, გლობალური მასშტაბის. ყოველთვის მეცინება, როცა ვხედავ, როგორ ბრაზდებიან ადამიანები, ზოგჯერ კი მთლიანი კლუბებიც იმაზე, რომ მათი ფეხბურთელები არ აირჩიეს. ჩემი აზრით, ეს უბრალოდ სასაცილოა.
გულახდილად რომ ვთქვა, გუნდურ სპორტის სახეობებში, როგორიცაა ფეხბურთი, მსგავს ინდივიდუალურ ნომინაციებს საერთოდ გავაუქმებდი", - ციტირებს ბაბელს "ბილდი".
ციტატები სტატიიდან
„ეს ნამდვილი ცირკია - თანაც, გლობალური მასშტაბის. ყოველთვის მეცინება, როცა ვხედავ, როგორ ბრაზდებიან ადამიანები, ზოგჯერ კი მთლიანი კლუბებიც იმაზე, რომ მათი ფეხბურთელები არ აირჩიეს. ჩემი აზრით, ეს უბრალოდ სასაცილოა. გულახდილად რომ ვთქვა, გუნდურ სპორტის სახეობებში, როგორიცაა ფეხბურთი, მსგავს ინდივიდუალურ ნომინაციებს საერთოდ გავაუქმებდი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…