საპროცესოს დამტკიცების შემთხვევაში, ნანა სანდერი საპატიმროს 2 კვირაში დატოვებს – ადვოკატი
საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, ნანა სანდერი საპატიმროს 2 კვირაში დატოვებს, – განაცხადა მისმა ადვოკატმა გოგა ბოგვერაძემ. სანდერს, რომელმაც ბრალი აღიარა, გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავება.

საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, ნანა სანდერი საპატიმროს 2 კვირის ვადაში დატოვებს, – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სანდერის საპროცესო გარიგებით გათავისუფლება ხდება იმ საფუძვლით, რომ მან ბრალი აღიარა.
ბრალდების მხარესთან შედგა კომუნიკაცია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. მოგვივიდა პირობა, რომ 1 წელს და 1 თვეში ნანა სანდერი დატოვებდა საპატიმრო დაწესებულებას, რაც გულისხმობს იმას, რომ 2 კვირის ვადაში ნანა სანდერმა უნდა დატოვოს საპატიმრო დაწესებულება. საპროცესო შეთანხმებაზე სასამართლოში მოხდება განხილვა და სასამართლო იმსჯელებს აღნიშნულ პირობაზე, რომ საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს და გათავისუფლდეს ნანა სანდერი დაახლოებით 7 ნოემბერს.
ნანა სანდერს, საქმის მასალების მიხედვით, არანაირი კავშირი არ აქვს საქმეში არსებულ რომელიმე ბრალდებულთან. შესაბამისად, იმის აღნიშვნა, რომ ნანა სანდერსმა მიუთითოს კონკრეტულ ბრალდებულთან მიმართებით, რომ იყო ჯგუფის წევრი, ეს არ არსებობს და ვერც იარსებებს. პროკურატურა ითხოვს მხოლოდ ბრალის აღიარებას და არა თანამშრომლობას”, განაცხადა გოგა ბოგვერაძემ.
მომდევნო სხდომა 2 ნოემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
ნანა სანდერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მას ასევე ედავებიან მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საერთო ჯამში, აღნიშნულ ეპიზოდს 12 ბრალდებული ჰყავდა, მათგან 8 პირს – ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძეს და ვახტანგ ფიცხელაურს, 3-წლიანი პირობითი მსჯავრით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მათ ბრალი აღიარეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…