ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნანა სანდერი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

ნანა სანდერი, რომელსაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებიან, საპროცესო შეთანხმებას ითხოვს. მან სასამართლოში ბრალი აღიარა და განაცხადა, რომ 1 წლითა და 2 თვით პირობით მსჯავრზე თანახმაა.

ნანა სანდერი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
ნანა სანდერი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვსTV პირველი

ნანა სანდერი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს.

როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, აღირებს ბრალად შერაცხულ ქმედებას და თანახმაა პირობით მსჯავრზე.

ვაღიარებ ბრალად შერაცხულ ქმედებას. ყველაფერში ვეთანხმები ჩემ ადვოკატებს. იმაზეც თანახმა ვარ პირობითი მომისაჯონ 1 წელი და 2 თვე, - თქვა სანდერმა.

ნანა სანდერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მას ასევე ედავებიან მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ბათუმელი მედროშე ციხეს ნომებრის დასაწყისში დატოვებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები