საქართველოში უკრაინის საელჩო – დმიტრო ბერეჟნიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, ასევე უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის
უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული დმიტრო ბერეჟნი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა. საელჩოს ცნობით, ბერეჟნიმ საქართველოს მთავრობას პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ენერგეტიკის სექტორის დახმარების გაგრძელების იმედი გამოთქვა.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული დმიტრო ბერეჟნი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი მხარდაჭერისთვის.
„გიორგი ზურაბაშვილს მიაწოდეს ინფორმაცია უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სამოქალაქო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების შედეგებთან, რამაც მშვიდობიან მოსახლეობაში მრავალი მსხვერპლი გამოიწვია.
მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი მხარდაჭერისთვის.
ცალკე აღინიშნა მზადყოფნა ურთიერთსასარგებლო ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის ორმხრივი ინტერესის მქონე ყველა სფეროში, ასევე კოორდინირებული მოქმედებების გაგრძელებისთვის მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, კერძოდ, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამ-ის (GUAM) საქმიანობის მსვლელობისას. ზურაბაშვილმა ხაზი გაუსვა პერსპექტივებს, მათ შორის უკრაინისთვის საქართველოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების. კერძოდ, შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში.
ბერეჟნიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას საერთაშორისო უნივერსალური და რეგიონული ორგანიზაციების საქმიანობის ფარგლებში პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, ასევე უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის. იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად საჭირო ჰუმანიტარული დახმარების გაწევას“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში
ციტატები სტატიიდან
„გიორგი ზურაბაშვილს მიაწოდეს ინფორმაცია უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სამოქალაქო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების შედეგებთან, რამაც მშვიდობიან მოსახლეობაში მრავალი მსხვერპლი გამოიწვია. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი მხარდაჭერისთვის. ცალკე აღინიშნა მზადყოფნა ურთიერთსასარგებლო ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის ორმხრივი ინტერესის მქონე ყველა სფეროში, ასევე კოორდინირებული მოქმედებების გაგრძელებისთვის მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, კერძოდ, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამ-ის (GUAM) საქმიანობის მსვლელობისას. ზურაბაშვილმა ხაზი გაუსვა პერსპექტივებს, მათ შორის უკრაინისთვის საქართველოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების. კერძოდ, შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში. ბერეჟნიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას საერთაშორისო უნივერსალური და რეგიონული ორგანიზაციების საქმიანობის ფარგლებში პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, ასევე უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის. იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად საჭირო ჰუმანიტარული დახმარების გაწევას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…