Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ესპანურმა გამოცემა Marca-მ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ჰარი კეინი დაასახელა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ გამოკითხვაში მე-5 ადგილი დაიკავა.

ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი ჰარი კეინი დაასახელა. პსჟ-ისა და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ გამოკითხვაში მე-5 ადგილი დაიკავა.
სიაში მეორე ადგილი ლამინ იამალს, მესამე კილიან მბაპეს, მეოთხე კი როდრის უკავიათ. საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
1) ჰარი კეინი
2) ლამინ იამალი
3) კილიან მბაპე
4) როდრი
5) ხვიჩა კვარაცხელია
6) ლიონელ მესი
7) ფაბიან რუისი
8) მაიკლ ოლისე
9) უსმან დემბელე
10) პაუ კუბარსი
Marca-მ თავისი ვერსიით ჯამში 100 საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა. გამოკითხვაში 226 წევრისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური მონაწილეობდა, რომელშიც Marca-სა და სხვა საერთაშორისო მედიასაშუალებების ჟურნალისტები ირიცხდებოდნენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…