ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

KIU-ს საპატიო პრეზიდენტი: ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივამ ქვეყნისთვის ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. ეს უნივერსიტეტი საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში წამყვან უნივერსიტეტად იქცევა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტის, ვოლფგანგ ჰერმანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივამ ქვეყნისთვის კარგი შედეგი გამოიღო და KIU მთელ კავკასიაში წამყვან უნივერსიტეტად იქცევა.

ეს შესანიშნავი დღეა ამ უნივერსიტეტისთვის და ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც მიიღეს ხარისხი, იმუშავეს ბევრი და ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) ემერიტუს პრეზიდენტმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა, პროფესორმა ვოლფგანგ ჰერმანმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივამ ქვეყნისთვის ძალიან კარგი შედეგი გამოიღო.

„ეს უნივერსიტეტი საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში წამყვან უნივერსიტეტად იქცევა. 6 წლის წინ KIU-მ წარმატებული სტარტი აიღო, თუმცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მისი განვითარება კიდევ უფრო შთამბეჭდავია. ჩემთვის დიდი პატივია მხარი დავუჭირო ქვეყანას სამეცნიერო პოლიტიკის განვითარებაში“, - აღნიშნა ვოლფგანგ ჰერმანმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს უნივერსიტეტი საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში წამყვან უნივერსიტეტად იქცევა. 6 წლის წინ KIU-მ წარმატებული სტარტი აიღო, თუმცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მისი განვითარება კიდევ უფრო შთამბეჭდავია. ჩემთვის დიდი პატივია მხარი დავუჭირო ქვეყანას სამეცნიერო პოლიტიკის განვითარებაში“
ვოლფგანგ ჰერმანი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები