ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი გაბუნია – დიდი ხანია, „ნაცმოძრაობას“ საკუთარ სპონსორებთან და უფროსებთან კონტაქტი აქვს, უბედურებაა, რომ იხვეწებიან, გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ იყოს მიღებული

ნაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტი

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უცხოელებთან გარიგებაშია და თავად ეხვეწება გარე აქტორებს, გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ მიიღონ.

გიორგი გაბუნია – დიდი ხანია, „ნაცმოძრაობას“ საკუთარ სპონსორებთან და უფროსებთან კონტაქტი აქვს, უბედურებაა, რომ იხვეწებიან, გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ იყოს მიღებული
გიორგი გაბუნია – დიდი ხანია, „ნაცმოძრაობას“ საკუთარ სპონსორებთან და უფროსებთან კონტაქტი აქვს, უბედურებაა, რომ იხვეწებიან, გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ იყოს მიღებულიპირველი არხი

დიდი ხანია, „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარ დამფინანსებლებთან, სპონსორებთან და უფროსებთან კონტაქტი აქვს, თავად მიდიან და გარე აქტორებს ეხვეწებიან, გადაწყვეტილებები იყოს მიღებული საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

გიორგი გაბუნიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე. კერძოდ, სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ლიტვაში IRI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის) მიერ მოწყობილ კონფერენციაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ამერიკელმა და ევროპელმა ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა უთხრეს, რომ მათი ერთადერთი შანსი ჩემთან გაერთიანებაა. ამაზე ამ ოპოზიციონერებმა ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს. მიშასთან არ გვინდა, ეს ჩვენს მომხრეებს არ სურთო და მიშა ერთიანობის ჩამშლელიაო“.

გაბუნიას შეფასებით, მთელი უბედურება ისაა, რომ ამ ყველაფერს საკუთარი ნებით აკეთებენ.

„კონკრეტულ შეხვედრაზე რა და როგორ ითქვა, ამაზე თავად საუბრობენ. ეს კიდევ ერთი ნათელი დასტურია, რომ ეს ადამიანები გარიგებაში არიან უცხოელ აქტორებთან. კითხვა მაქვს, რატომ უნდა მსჯელობდეს უცხოელი პოლიტიკოსი, დიპლომატი თუ ექსპერტი საქართველოს შიდა პოლიტიკაზე ამ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტიკოსებს ეძახიან და ვითომ ქვეყნის მომავალზე შესტკივათ გული? რატომ უნდა იღებდნენ ისინი ასეთ დავალებებს უცხოელი აქტორებისგან, თუ გარიგებაში არ არიან შესული? – სააკაშვილი მათ იდეურ ლიდერად დღემდე რჩება. ფაქტი ფაქტია და ეს ერთი ძალაა, რომელიც ქვეყანაში უნდა დასრულდეს. აგენტობა ცალმხრივი აქტი არ არის, ეს ორმხრივია – ესენი თავად მიდიან და გარე აქტორებს ეხვეწებიან, გადაწყვეტილებები იყოს მიღებული საქართველოს წინააღმდეგ. ამ ადამიანების მთელი უბედურება ისაა, რომ ამ ყველაფერს საკუთარი ნებით აკეთებენ. სააკაშვილზე უკეთესი რომელია? თუ ისინი თვლიან, რომ სააკაშვილი მათთვის წამგებიანია პოლიტიკაში, მასზე უკეთესი ავტორიტეტი რომელი ჰყავთ, გვარამია და ჯაფარიძე? – საუბარია ცუდსა და უარესს შორის. ეს ადამიანები გაკოტრებული, ნულს ქვემოთ მყოფი ძალაა, რომელთაც არანაირი რესურსი არ აქვთ. თუ ფასადურად ცდილობენ, რომ სააკაშვილს გაემიჯნონ, ვერ გაემიჯნებიან, რადგან ხელისუფლების პერიოდში და შემდგომაც, ლიდერად სააკაშვილს განიხილავდნენ. სააკაშვილი მათი იდეური ლიდერია, ამაშია საქმე. მათი იდეაა, რომ ქვეყანა მუდმივად იყოს მართული, გარე ძალებზე დამოკიდებული და ასე საგარეო მითითებებს დაემორჩილოს. ამ იდეაში ისინი ერთიანები არიან. მათ ღირებულებათა თანხვედრა აქვთ და ამას ვერ გაექცევიან, რაც არ უნდა უნდათ. ეს ერთიანი კოლექტიური ძალაა, რომელსაც რა მომავალი აქვს, ამას ვიხილავთ“, – აღნიშნა გაბუნიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ლიტვაში IRI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის) მიერ მოწყობილ კონფერენციაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ამერიკელმა და ევროპელმა ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა უთხრეს, რომ მათი ერთადერთი შანსი ჩემთან გაერთიანებაა. ამაზე ამ ოპოზიციონერებმა ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს. მიშასთან არ გვინდა, ეს ჩვენს მომხრეებს არ სურთო და მიშა ერთიანობის ჩამშლელიაო“
„კონკრეტულ შეხვედრაზე რა და როგორ ითქვა, ამაზე თავად საუბრობენ. ეს კიდევ ერთი ნათელი დასტურია, რომ ეს ადამიანები გარიგებაში არიან უცხოელ აქტორებთან. კითხვა მაქვს, რატომ უნდა მსჯელობდეს უცხოელი პოლიტიკოსი, დიპლომატი თუ ექსპერტი საქართველოს შიდა პოლიტიკაზე ამ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტიკოსებს ეძახიან და ვითომ ქვეყნის მომავალზე შესტკივათ გული? რატომ უნდა იღებდნენ ისინი ასეთ დავალებებს უცხოელი აქტორებისგან, თუ გარიგებაში არ არიან შესული? – სააკაშვილი მათ იდეურ ლიდერად დღემდე რჩება. ფაქტი ფაქტია და ეს ერთი ძალაა, რომელიც ქვეყანაში უნდა დასრულდეს. აგენტობა ცალმხრივი აქტი არ არის, ეს ორმხრივია – ესენი თავად მიდიან და გარე აქტორებს ეხვეწებიან, გადაწყვეტილებები იყოს მიღებული საქართველოს წინააღმდეგ. ამ ადამიანების მთელი უბედურება ისაა, რომ ამ ყველაფერს საკუთარი ნებით აკეთებენ. სააკაშვილზე უკეთესი რომელია? თუ ისინი თვლიან, რომ სააკაშვილი მათთვის წამგებიანია პოლიტიკაში, მასზე უკეთესი ავტორიტეტი რომელი ჰყავთ, გვარამია და ჯაფარიძე? – საუბარია ცუდსა და უარესს შორის. ეს ადამიანები გაკოტრებული, ნულს ქვემოთ მყოფი ძალაა, რომელთაც არანაირი რესურსი არ აქვთ. თუ ფასადურად ცდილობენ, რომ სააკაშვილს გაემიჯნონ, ვერ გაემიჯნებიან, რადგან ხელისუფლების პერიოდში და შემდგომაც, ლიდერად სააკაშვილს განიხილავდნენ. სააკაშვილი მათი იდეური ლიდერია, ამაშია საქმე. მათი იდეაა, რომ ქვეყანა მუდმივად იყოს მართული, გარე ძალებზე დამოკიდებული და ასე საგარეო მითითებებს დაემორჩილოს. ამ იდეაში ისინი ერთიანები არიან. მათ ღირებულებათა თანხვედრა აქვთ და ამას ვერ გაექცევიან, რაც არ უნდა უნდათ. ეს ერთიანი კოლექტიური ძალაა, რომელსაც რა მომავალი აქვს, ამას ვიხილავთ“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნინო წილოსანი – სააკაშვილის განცხადება წაადგება პროცესს, თურმე ოპოზიციური პარტიები მის ირგვლივ უნდა გაერთიანდნენ და ამას მათ IRI აძალებს, ეს ერთ-ერთი ბრალია, რომლითაც ეს პარტიები უნდა აიკრძალონწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები