ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქართველმა ფრენბურთელებმა სომხეთის ნაკრებს 3:1 მოუგეს

საქართველოს 20-წლამდელ გოგონათა ფრენბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩში სომხეთის ნაკრები 3:1 დაამარცხა. რუსთავში მიმდინარე ტურნირზე ქართველ სპორტსმენებს მომდევნო შეხვედრები უკრაინასა და ესტონეთთან ელით.

საქართველოს ფრენბურთის 20 წლამდელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გამარჯვებით დაიწყო! ქართველმა ფრენბურთელებმა რუსთავის სპორტის სასახლეში, დაძაბულ ბრძოლაში, სომხეთის ნაკრებს ანგარიშით 3:1 სძლიეს.

22-25 ოქტომბერს რუსთავი აღმოსავლეთ ევროპის ფრენბურთის ზონალური ასოციაციის ეგიდით, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს მასპინძლობს. შეჯიბრებაში რეგიონის ექვსი ქვეყნის 20 წლამდელ გოგონათა ეროვნული ნაკრებები მონაწილეობენ.

საქართველოს ნაკრებს მომდევნო მატჩები უკრაინისა და ესტონეთის წინააღმდეგ ელოდება.

საქართველოს ფრენბურთის 20-წლამდელ გოგონათა ნაკრების წევრი, ქეთევან მჭედლიშვილი აცხადებს, რომ იყო დაძაბული მომენტებიც, თუმცა მაქსიმალურად ეცადნენ, რომ გაემარჯვათ.

"თამაში საკმაოდ კარგად დასრულდა, დავამარცხეთ სომხეთის ნაკრები. იყო დაძაბული მომენტებიც, მაგრამ ვეცადეთ ყველაფერი გამოგვესწორებინა და საბოლოო ჯამში დავამარცხეთ სომხეთის გუნდი და მოვიგეთ", - აცხადებს ქეთევან მჭედლიშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავსწაიკითხე

უახლესი ამბები