სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებული "ასავალ-დასავალის" წარმომადგენლის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს
დიტო ჩუბინიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს: გამოძიება „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელს სამშობლოს ღალატსა და საბოტაჟში სდებს ბრალს და დავით გარეჯის გადაცემაზე დეზინფორმაციის გავრცელებას ედავება. მას 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სამშობლოს ღალატისთვის დაკავებული "ასავალ-დასავალის" წარმომადგენლის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.
გამოძიების ინფორმაციით, დიტო ჩუბინიძე 2026 წლის თებერვლიდან 9 თვის განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი გადასცა.
გამოძიებით დადგინდა ისიც, რომ ჩუბინიძემ არაერთხელ სცადა ლაზარე ჯორბენაძის უკვე დადასტურებული თვითმკვლელობის ფაქტის მკვლელობად გასაღება. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული ავითარებდა გამოგონილ ვერსიას, თითქოს ჯორბენაძე შურისძიების ნიადაგზე მოკლეს, რადგან ის სახელმწიფო ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით მამხილებელ ინფორმაციას ფლობდა.
სისხლის სამართლის საქმეში დევს გამოძიების ფარგლებში გამოკითხული ჯორბენაძის მეუღლის ჩვენება, სადაც ხათუნა სირაძე დეტალურად აღწერს თვითმკვლელობის ფაქტს და დანაშაულს გამორიცხავს.
სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველისამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
- რუსთავი 2პროკურატურა: სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია გაზეთ "ასავალ-დასავალის" წარმომადგენელი, დომენტი, იგივე დიტო ჩუბინიძე
- BM.GEდავით გარეჯზე დეზინფორმაციის გავრცელების და საბოტაჟისთვის „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დააკავეს
- რადიო თავისუფლება„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი სამშობლოს ღალატის მუხლით დააკავეს
- ფორმულასაბოტაჟის ბრალდებით ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
- ალიასამშობლოს ღალატის ბრალდებით, “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
- ბათუმელები„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს
- ნეტგაზეთიკობახიძეზე გავრცელებული ბრალდებების გამო საბოტაჟის მუხლით დააკავეს “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი
- POSTVპროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, გაზეთ “ასავალ-დასავალის” წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა
- რუსთავი 2გია აბაშიძე: სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არცერთი ცრუ ბრალდება და დეზინფორმაციული იერიში უპასუხოდ არ დარჩება. ვინც საქართველოს ინტერესების დაზიანებას ცილისწამებითა და საბოტაჟით ცდილობს, ყველა დიტო ჩუბინიძის ბედს გაიზიარებს
- TV პირველიადვოკატი არ პასუხობს კითხვას, ემსახურება თუ არა ჩუბინიძის დაკავება ღარიბაშვილისთვის ბრალის დამძიმებას
- ალია“გაქვთ საკმარისი მტკიცებულებები?”– ქარტია პროკურატურას დიტო ჩუბინიძის დაკავებაზე
- TV პირველიდიტო ჩუბინიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
- TV პირველიჩემი ძმის გაჩუმება სურთ... სააკაშვილს რეჟიმს არ უკადრია ის, რაც ამ ხელისუფლებამ იკადრა - დიტო ჩუბინიძის და
- ალია“სააკაშვილს რეჟიმს არ უკადრია ის, რაც ამ ხელისუფლებამ იკადრა” – დიტო ჩუბინიძის და
- რადიო თავისუფლება„სამშობლოს ღალატისთვის“ დღეს პატრიოტები იდევნებიან - დიტო ჩუბინიძე „გაკვირვებულია“ წაყენებული ბრალდებით
- TV პირველიპროკურატურის პრაქტიკა ქმნის საშიშ პრეცედენტს - მედიის ადვოკატირების კოალიცია დიტო ჩუბინიძის დაკავებაზე
- ფორმულა„37 წელშიც კი არ ყოფილა ასეთი რამ“ — ნიკოლოზ მჟავანაძე დიტო ჩუბინიძის დაკავებას ეხმაურება
- იმედინიუსიგენერალურმა პროკურატურამ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელს დიტო ჩუბინიძეს სამშობლოს ღალატის - საბოტაჟის მუხლით ბრალდება წარუდგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
- TV პირველიგამომძიებელი "პირველებს" უყვება, რა ამოიღეს ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის ბინის ჩხრეკისას
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…