ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ანზორ ჩუბინიძემ ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების მიერ გამართულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმში „დიდი კედელი-2026“ მიიღო მონაწილეობა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე პეკინში გამართულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმს „დიდი კედელი-2026“ დაესწრო და ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილეს შეხვდა.

ანზორ ჩუბინიძემ ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების მიერ გამართულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმში „დიდი კედელი-2026“ მიიღო მონაწილეობა
ანზორ ჩუბინიძემ ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების მიერ გამართულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმში „დიდი კედელი-2026“ მიიღო მონაწილეობაიმედინიუსი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების მიერ გამართულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმში „დიდი კედელი-2026“. ფორუმი ქალაქ პეკინში ჩატარდა, რომელიც ფოკუსირებული იყო ტერორიზმთან ბრძოლის პრაქტიკული თანამშრომლობისა და ანტიტერორისტული შესაძლებლობების განვითარების საკითხებზე.

ანზორ ჩუბინიძემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, რა დროსაც აღნიშნა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა მოითხოვს ძლიერ ეროვნულ შესაძლებლობებს, მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობას, ნდობასა და დროულ კოორდინაციას.

ვიზიტის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ორმხრივი შეხვედრის ფორმატში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილეს, სპეციალური დაცვის ბიუროს დირექტორს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი პროფესიული ურთიერთობა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ანზორ ჩუბინიძე: თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები ძალიან კომპლექსური და ტრანსნაციონალურია. აუცილებელია ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება და ამ მიმართულებით "დიდი კედელი -2026" საერთაშორისო ფორუმი ძალიან კარგი საშუალებააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები