ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ჩინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ჩინეთში საერთაშორისო საპოლიციო ფორუმში მონაწილეობს და ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ჩინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ჩინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებაპირველი არხი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სამუშაო ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ გამართულ საერთაშორისო ფორუმში.

მინისტრის მოადგილემ, მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მის პრევენციასა და სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრე დარახველიძემ, ასევე ორმხრივი შეხვედრა გამართა ვიცე-გუბერნატორთან და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ვანგ დონგბინთან, რომელიც საქართველოს დელეგაციას მასპინძლობს.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ, ვიცე-გუბერნატორს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში არიან უწყების სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები