რა ღირს 1 კილოგრამი საქონლის ხორცი საქართველოსა და მის სამეზობლოში
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს სამეზობლოდან 1 კილოგრამი საქონლის ხორცის ღირებულება ყველაზე მაღალი თურქეთშია. საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში 1 კგ. საქონლის ხორცის საშუალო და ასევე, მინიმალური და მაქსიმალური ღირებულება ასე გამოიყურება:
საქართველოში 1 კილოგრამი საქონლის ხორცის ღირებულება საშუალოდ 28.50 ლარია. ამას Numbeo-ს განახლებული სტატისტიკა მოწმობს. პროდუქტის ღირებულება აქ 15 ლარიდან იწყება და 38 ლარამდე მერყეობს.
რაც შეეხება საქართველოს სამეზობლოს, სომხეთში, თურქეთსა და რუსეთში 1 კილოგრამი საქონლის ხორცი საქართველოზე ძვირი ღირს, ხოლო აზერბაიჯანში - იაფი.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს სამეზობლოდან 1 კილოგრამი საქონლის ხორცის ღირებულება ყველაზე მაღალი თურქეთშია. საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში 1 კგ. საქონლის ხორცის საშუალო და ასევე, მინიმალური და მაქსიმალური ღირებულება ასე გამოიყურება:
საქართველო - 28.50 ლარი, 15 ლარიდან 38 ლარამდე;
სომხეთი - 34.85 ლარი, 24.40 ლარიდან - 50 ლარამდე;
აზერბაიჯანი - 27.90 ლარი, 19.80 ლარიდან - 33.50 ლარამდე;
თურქეთი - 52.45 ლარი, 36.80 ლარიდან - 72 ლარამდე;
რუსეთი - 30.60 ლარი, 18 ლარიდან - 47 ლარამდე.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…