შმაგი სამხარაძე: თაღლითურ ქოლცენტრებში დასაქმებული ინგლისურის მცოდნე ახალგაზრდები ევროპელ პენსიონერებს ძარცვავენ - მაშინ როცა შეუძლიათ ეს ცოდნა გამოიყენონ საკუთარი ბებია-ბაბუებისთვის ევროპული დახმარების მოპოვებაში
ევროკავშირი საქართველოს რეგიონებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 38 მილიონ ევროს გამოყოფს. ამ ახალგაზრდებს შეეძლოთ დახმარებოდნენ საკუთარ ოჯახებს პროექტების მომზადებაში, დაფინანსების მიღებასა და მეურნეობების განვითარებაში, რათა მეტი მოსავალი მოეყვანათ და ღირსეულად ეცხოვრათ.
საზოგადოებრივი მოძრაობა "სამოქალაქო თანხმობის" დამფუძნებელი შმაგი სამხარაძე:
როგორ მივედით აქამდე?
თაღლითურ ქოლცენტრებში დასაქმებული ინგლისურის მცოდნე ახალგაზრდები ევროპელ პენსიონერებს ძარცვავენ - მაშინ როცა შეუძლიათ ეს ცოდნა გამოიყენონ საკუთარი ბებია-ბაბუებისთვის ევროპული დახმარების მოპოვებაში.
ევროკავშირი საქართველოს რეგიონებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 38 მილიონ ევროს გამოყოფს. ამ ახალგაზრდებს შეეძლოთ დახმარებოდნენ საკუთარ ოჯახებს პროექტების მომზადებაში, დაფინანსების მიღებასა და მეურნეობების განვითარებაში, რათა მეტი მოსავალი მოეყვანათ და ღირსეულად ეცხოვრათ.
ჩვენი საზოგადოება ღრმა მორალურ კრიზისშია.
ოჯახის ღირებულებები, აღზრდა, განათლება, ერთმანეთისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა, სამშობლოს სიყვარული და ქართული პატიოსნება - ყველაფერი მოშლილია…
მომავალი თაობა პენსიონრებს ძარცვას.
მათი მშობლები ემიგრაციაში არიან.
ბებიები და ბაბუები ბოლო ძალებით ცდილობენ გადაარჩინონ ის, რაზეც ოდიდგანვე იდგა ერი…
ყველაფერი თავიდან გვაქვს გადასაფასებელი…
ყველაფერი ნულიდანაა დასაწყები!
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…