ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ყოჩაღ კობახიძე! მიშას დროს არ დაუჭერიათ დიტო, როცა უკანასკნელი სიტყვებით აგინებდა!” – ირაკლი მელაშვილი

ქართული ოცნებასაქართველოს პროკურატურა

ყოფილი პარლამენტარი ირაკლი მელაშვილი ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის დაკავებას აბსურდულ რეპრესიად აფასებს. მისი თქმით, გარეჯის მონასტრის თემაზე მომზადებული გამოძიების გამო ჟურნალისტის საბოტაჟისა და ღალატის მუხლით დაკავება სინდისის პატიმრობაა.

“ყოჩაღ კობახიძე! მიშას დროს არ დაუჭერიათ დიტო, როცა უკანასკნელი სიტყვებით აგინებდა!” – ირაკლი მელაშვილი
“ყოჩაღ კობახიძე! მიშას დროს არ დაუჭერიათ დიტო, როცა უკანასკნელი სიტყვებით აგინებდა!” – ირაკლი მელაშვილიალია

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

ვაახ რა, დიტო ჩუბინიძე თუ დასაცავი გახდებოდა ამ ხელისუფლებიდან ამას რავა ვიფიქრებდი! ვულოცავ “ქართულ ოცნებას” თავის დროზე მის გულმხურვალე მხარდამჭერი ჟურნალისტის სინდისის პატიმრად აყვანას! გარეჯის მონასტრის კუთვნილების საკითხზე ჟურნალისტური გამოძიების გამო საბოტაჟის (!) და სამშობლოს ღალატის (!) მუხლით ჟურნალისტის დაჭერას სხვა შეფასება ვერ ექნება! საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, მოგწონს ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე თუ არა, ეთანხმები მის პოზიციას თუ საერთოდ საწინააღმდეგო აზრი გაქვს!

“დომენტი ჩუბინიძემ განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას.

“გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დომენტი ჩუბინიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”- ვკითხულობთ პროკურატური მიერ გავრცელებულ განცხადებაში

თვისთავად აბსურდია, ჟურნალისტის სტატიამ როგორ შეიძლება შეუშალოს ხელის “საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას”! მაგრამ, აბა სხვანაირად როგორ შეიძლება “მიუკერძოებელი გამოძიება” “გავიდეს” ჟურნალისტური საქმიანობის საბოტაჟით და სამშობლოს ღალატის დადანაშაულებაზე?

სხვათა შორის, სიმართლე უნდა ითქვას, რომ მიშას დროს არ დაუჭერიათ დიტო, როცა შუა ქუჩაში იდგა ხოლმე და უკანასკნელი სიტყვებით აგინებდა! ყოჩაღ კობახიძე და არ დამიწყოთ ახლა, ის რა შუაშია, ბიძინაა მხოლოდ ყველაფერში დამნაშავეო!

ვაი, ვაი, ვაი, რა უვიცები ხართ ისინი, ვინც ახლა ძალაუფლებით ტკბებით და გგონიათ, რომ ყოვლისშემძლეები ხართ, ვისაც გგონიათ, ახლა სახელმწიფო რეპრესიული მანქანის გამოყენებით გააჩუმებთ მათ, ვინც თქვენი პოლიტიკის მოწინააღმდეგეა და ამაზე ადრე თუ გვიან პასუხი არ მოგეთხოევბათ! რამდენი თქვენისთანა ვნახე ამ 35 წლის მანძილზე, თვლა არ აქვს! არც თქვენ ჩაგიპაჭუნებთ თვალს და არც თქვენზე დაუშვებს გამონაკლისს ისტორიის კანონზომიერებები, ოღონდ ამას როცა გაითავისებთ, ძალიან გვიანი იქნება!

დღეს კიდევ ვინც ვერ ხვდება, რას ემსახურება ჟურნალისტ ჩუბინიძის დაპატიმრება, ნუ მათ მენტალობას და აზროვნებას არაფერი ეშველება! ისინი, ვინც ასე თვლიან, რომ რახან არ ეთანხმებოდნენ ჟურნალისტ ჩუბინიძის პოზიციას, ამის გამო შეუძლიათ მის დაპატიმრებაზე ხმა არ ამოიღონ, იმათაც ვერაფერი უსწავლიათ ისტორიიდან!

P.S. „მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენც, თქვენს რედაქციასაც და თქვენს ჟურნალისტურ ჯგუფსაც იმ პრინციპული პოზიციებისათვის, რომელიც ბოლო წლებში აშკარად იკვეთებოდა თქვენს გაზეთში…“ – 2012 წელი. ბიძინა ივანიშვილი “ასავალ დასავალზე”, ამ გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომლის ჟურნალისტიც მაშინაც იყო და ახლაც არის “საბოტაჟითა და სამშობლოს ღალატის” ბრალდებით დაკავებული დიტო ჩუბინიძე.

P.P.S. დიტო ჩუბინიძის დაპატიმრების ამბავი იმ გამონათქვამს მახსენებს, “ცხენს ვერ შესწვდნენ და უნაგირს დაეჯაჯგურნენო” გამგები გაიგებს!

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დომენტი ჩუბინიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“
„მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენც, თქვენს რედაქციასაც და თქვენს ჟურნალისტურ ჯგუფსაც იმ პრინციპული პოზიციებისათვის, რომელიც ბოლო წლებში აშკარად იკვეთებოდა თქვენს გაზეთში…“
ბიძინა ივანიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“სააკაშვილს რეჟიმს არ უკადრია ის, რაც ამ ხელისუფლებამ იკადრა” – დიტო ჩუბინიძის დაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები