ეკა სეფაშვილი: ესენი არ არიან პოლიტიკური პარტიები, ეს არის უცხოეთის აგენტურული ქსელი, რომელიც ქართულ სინამდვილეში პოლიტიკურ პარტიებად იწოდება - მათ ქმედებებში იოლად შეინიშნება ერთი ხელით მართული კოორდინებული ნაბიჯები, ასე ვთქვათ, ორკესტრირებულად მოქმედებენ
დეპუტატ ეკა სეფაშვილის მტკიცებით, ოპოზიციური პარტიები უცხოეთის ერთიანი აგენტურული ქსელია და საკონსტიტუციო სასამართლოში მათი ანტიკონსტიტუციურად ცნობის შესახებ წარდგენილი სარჩელი ცალ-ცალკე არ უნდა განიხილებოდეს.

არავითარი ლოგიკა არ არის იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი ცალ-ცალკე შეეხოს ყველა ამ პარტიას, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ის ხუთი პარტია, რომლის ანტიკონსტიტუციურად ცნობის შესახებაც სასამართლოში სარჩელია შეტანილი, უცხოური დაკვეთის შემსრულებელი პოლიტიკური აქტორები არიან და ცდილობენ გარედან მიღებული დავალებებით ზიანი მიაყენონ ქვეყანას და ქართველ ხალხს.
„ესენი [რადიკალური ოპოზიცია] არ არიან პოლიტიკური პარტიები. ეს არის უცხოეთის აგენტურული ქსელი, რომელიც ქართულ სინამდვილეში პოლიტიკურ პარტიებად იწოდება და ასეც არის რეგისტრირებული. ძალიან ხშირ შემთხვევაში ისინი დაარსებულნი არიან იმ თანამდებობის პირების მიერ, რომლებიც წინა ხელისუფლებაში იყვნენ და დღეს ცდილობენ, გარედან მიღებული დავალებებით დააზიანონ ქვეყანა და ქართველი ხალხი. არ არსებობს არავითარი ხუთი პარტია - ეს არის ერთი ქსელი. ეს პარტიები წარმოქმნილია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განაყოფისა და იმ პიროვნებებისგან, რომლებიც თავად წარმოადგენდნენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ისინი, საჭიროებისამებრ, ხანდახან განსხვავებულ როლს თამაშობენ. თავდაპირველად ჰქონდათ მცდელობა და დააარსეს კიდეც განაყოფი, რომელიც ვითომ ემიჯნებოდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.
ასეთივე იყო „კოალიცია ცვლილებებისათვის“ და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ვითომ ახალი პოლიტიკური პარტიები არიან... გახარიას პარტიაც, მიუხედავად იმისა, რომ ირწმუნებიან, ვითომ განსხვავებული მიდგომები აქვთ, არაფრით განსხვავდება მათგან, ისინი ერთიან პოლიტიკას ახორციელებენ და იოლად შეინიშნება ორკესტრირებული ქმედებები. არავითარი ლოგიკა არ არის იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი ცალ-ცალკე შეეხოს ყველა ამ პარტიას“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიეკა სეფაშვილი: ესენი არ არიან პოლიტიკური პარტიები. ეს არის საზღვარგარეთის აგენტურული ქსელი, რომელიც ქართულ სინამდვილეში იწოდება, როგორც პოლიტიკური პარტიები და რეგისტრირებული არიან პოლიტიკურ პარტიებად
- POSTVეკა სეფაშვილი: “ესენი არ არიან პოლიტიკური პარტიები. ეს არის უცხოეთის აგენტურული ქსელი, რომელიც ქართულ სინამდვილეში პოლიტიკურ პარტიებად იწოდება – მათ ქმედებებში იოლად შეინიშნება ერთი ხელით მართული კოორდინებული ნაბიჯები, ასე ვთქვათ, ორკესტრირებულად მოქმედებენ”
ციტატები სტატიიდან
„ესენი [რადიკალური ოპოზიცია] არ არიან პოლიტიკური პარტიები. ეს არის უცხოეთის აგენტურული ქსელი, რომელიც ქართულ სინამდვილეში პოლიტიკურ პარტიებად იწოდება და ასეც არის რეგისტრირებული. ძალიან ხშირ შემთხვევაში ისინი დაარსებულნი არიან იმ თანამდებობის პირების მიერ, რომლებიც წინა ხელისუფლებაში იყვნენ და დღეს ცდილობენ, გარედან მიღებული დავალებებით დააზიანონ ქვეყანა და ქართველი ხალხი. არ არსებობს არავითარი ხუთი პარტია - ეს არის ერთი ქსელი. ეს პარტიები წარმოქმნილია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განაყოფისა და იმ პიროვნებებისგან, რომლებიც თავად წარმოადგენდნენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ისინი, საჭიროებისამებრ, ხანდახან განსხვავებულ როლს თამაშობენ. თავდაპირველად ჰქონდათ მცდელობა და დააარსეს კიდეც განაყოფი, რომელიც ვითომ ემიჯნებოდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ასეთივე იყო „კოალიცია ცვლილებებისათვის“ და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ვითომ ახალი პოლიტიკური პარტიები არიან... გახარიას პარტიაც, მიუხედავად იმისა, რომ ირწმუნებიან, ვითომ განსხვავებული მიდგომები აქვთ, არაფრით განსხვავდება მათგან, ისინი ერთიან პოლიტიკას ახორციელებენ და იოლად შეინიშნება ორკესტრირებული ქმედებები. არავითარი ლოგიკა არ არის იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი ცალ-ცალკე შეეხოს ყველა ამ პარტიას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…