ეკა სეფაშვილი: ესენი არ არიან პოლიტიკური პარტიები. ეს არის საზღვარგარეთის აგენტურული ქსელი, რომელიც ქართულ სინამდვილეში იწოდება, როგორც პოლიტიკური პარტიები და რეგისტრირებული არიან პოლიტიკურ პარტიებად
„ხალხის ძალის“ დეპუტატ ეკა სეფაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები რეალურად საზღვარგარეთის აგენტურული ქსელია, რომელიც გარედან მიღებული დავალებებით ქვეყნისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს.

ესენი არ არიან პოლიტიკური პარტიები. ეს არის საზღვარგარეთის აგენტურული ქსელი, რომელიც ქართულ სინამდვილეში იწოდება, როგორც პოლიტიკური პარტიები და რეგისტრირებული არიან პოლიტიკურ პარტიებად, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ქართველი ოპოზიციონერები არიან უცხოური დაკვეთის შემსრულებელი პოლიტიკური აქტორები, თანამდებობის პირები წინა ხელისუფლებიდან, რომლებიც დღეს ცდილობენ გარედან მიღებული დავალებებით მიაყენონ ზიანი ქვეყანას და ქართველ ხალხს.
„არავითარი ხუთი პარტია იქ არ არსებობს. იქ არის ერთი ქსელი. ეს პარტიებიც წარმოქმნილია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განაყოფისგან და სხვადასხვა პიროვნებებისგან, რომლებმაც დააარსეს. ისინი საჭიროებების მიხედვით ხანდახან განსხვავებულ როლს თამაშობენ.
ეს ყველაფერი ეხება ამ ყველას ერთად, რადგან ერთიან პოლიტიკას ატარებენ. მათ ქმედებებში ძალიან იოლად შეინიშნება ერთი ხელის კოორდინირებით ჩადენილი ქმედებები და ორკესტრირებულად მოქმედებენ. არავითარი ლოგიკა არ არის იმაში, რომ ცალ-ცალკე შეეხოს ყველა ამ პარტიას ის სარჩელი, რომელიც წარმოდგენილია“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„არავითარი ხუთი პარტია იქ არ არსებობს. იქ არის ერთი ქსელი. ეს პარტიებიც წარმოქმნილია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განაყოფისგან და სხვადასხვა პიროვნებებისგან, რომლებმაც დააარსეს. ისინი საჭიროებების მიხედვით ხანდახან განსხვავებულ როლს თამაშობენ. ეს ყველაფერი ეხება ამ ყველას ერთად, რადგან ერთიან პოლიტიკას ატარებენ. მათ ქმედებებში ძალიან იოლად შეინიშნება ერთი ხელის კოორდინირებით ჩადენილი ქმედებები და ორკესტრირებულად მოქმედებენ. არავითარი ლოგიკა არ არის იმაში, რომ ცალ-ცალკე შეეხოს ყველა ამ პარტიას ის სარჩელი, რომელიც წარმოდგენილია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…