ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ტყუილად ხარობთ, რუსებო – პირიქით, 24 საათში უკრაინულმა ჯარმა 2500 რუსი გაანადგურა” – ხატია დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობა

ხატია დეკანოიძის განცხადებით, მტკიცება, თითქოს ზელენსკი დონბასის ჩაბარებას და კონფლიქტის გაყინვას აპირებს, რუსული დეზინფორმაციაა; მისი თქმით, უკრაინულმა ჯარმა ბოლო 24 საათში 2500 რუსი გაანადგურა.

“ტყუილად ხარობთ, რუსებო – პირიქით, 24 საათში უკრაინულმა ჯარმა 2500 რუსი გაანადგურა” – ხატია დეკანოიძე
“ტყუილად ხარობთ, რუსებო – პირიქით, 24 საათში უკრაინულმა ჯარმა 2500 რუსი გაანადგურა” – ხატია დეკანოიძეალია

ენმ–ის ერთ–ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე:

თვალში მომხვდა ივანიშვილის პროპაგანდის მიერ ატეხილი ჟრიამული – ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ დონბასს ჩააბარებს და კონფლიქტს გაყინავსო.

ეს არის რუსული დეზინფორმაცია და ტყუილი, რომელსაც აქტიურად ავრცელებენ რუსული არხები.

რა ხდება სინამდვილეში. ზელენსკიმ თქვა: ის მზად არის ცეცხლი შეწყდეს არსებულ ფრონტის ხაზზე, რომ რუსეთი მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს. ანუ უკრაინა მზად არის გაყინოს ფრონტის ხაზზე არსებული ცეცხლი. ეს წინაპირობა მნიშვნელოვანია, რომ ზელენსკიმ აჩვენოს, პირველ რიგში აშშ-ს , რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანია.

ყველაფერი მიდის ფრონტამდე. ფრონტზე ვითარება არ შეცვლილა. პირიქით, 24 საათში უკრაინულმა ჯარმა 2500 რუსი გაანადგურა. პავლოგრადში წინ მიდიან. უკრაინელების ძირითადი საბრძოლო სტრატეგია არის რუსების შეტყუება და განდგურება. ამ ეტაპზე, დიდი სახმელეთო გარღვევა უკრაინას “ვივალდის” შემდეგ არ დაუგეგმავს.

თხოვნა მაქვს, თქვენს გარშემო ყველას მიაწოდეთ სიმართლე, რომ პროპაგანდამ არ დაგვაბნიოს.

ტყუილად ხარობთ, რუსებო.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“ყველასთან თხოვნა მაქვს, ეს თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს აუხსენით კარგად” – ხატია დეკანოიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები