ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამთა მეგრელიშვილი: "ასავალ-დასავალის" წარმომადგენლის გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის ფანტაზიას და ალბათ, აღარ ჩაჯდება სიტყვის თავისუფლების შინაარსშიც. ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა ქვეყნის სუვერენიტეტზე

ხალხის ძალა

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი აცხადებს, რომ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის მიერ დავით გარეჯზე გავრცელებული დეზინფორმაცია ქვეყნის სუვერენიტეტზე მიზანმიმართული დარტყმა იყო. მისი თქმით, ამ ქმედებებმა აზერბაიჯანთან დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი დააზიანა.

თამთა მეგრელიშვილი: "ასავალ-დასავალის" წარმომადგენლის გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის ფანტაზიას და ალბათ, აღარ ჩაჯდება სიტყვის თავისუფლების შინაარსშიც. ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა ქვეყნის სუვერენიტეტზე
თამთა მეგრელიშვილი: "ასავალ-დასავალის" წარმომადგენლის გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის ფანტაზიას და ალბათ, აღარ ჩაჯდება სიტყვის თავისუფლების შინაარსშიც. ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა ქვეყნის სუვერენიტეტზერუსთავი 2

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის, დომენტი (დიტო) ჩუბინიძის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დავით გარეჯის თემაზე გავრცელებული დეზინფორმაცია სერიოზულად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას.

მისი შეფასებით, ბრალდებულის ქმედებებმა შეაფერხა აზერბაიჯანთან დელიმიტაცია-დემარკაციის უმნიშვნელოვანესი პროცესი და სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობა.

მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვით, საბოლოო სიტყვა სასამართლოს ეკუთვნის, თუმცა დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დადგეს. იგი დარწმუნებულია, რომ გამოძიება გამოავლენს იმ ფარულ ძალებსა და უცხოურ ინტერესთა ჯგუფებს, რომლებიც ამ ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის უკან იდგნენ.

"საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, სამშობლოს ღალატის — კერძოდ კი, საბოტაჟის ბრალდებით, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა.

გამოძიების თანახმად, ბრალდებული 2026 წლის თებერვლიდან მიზანმიმართულად ავრცელებდა დეზინფორმაციას, თითქოს ხელისუფლებამ „გარეჯი გაყიდა“.

დამდგარი შედეგით თუ ვიმსჯელებთ, გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის ფანტაზიას და, ალბათ, აღარ ჩაჯდება სიტყვის თავისუფლების შინაარსშიც.

ფაქტია, სერიოზულად დაზიანდა აზერბაიჯანთან მიმდინარე დელიმიტაცია/დემარკაციის უმნიშვნელოვანესი პროცესი და შეფერხდა სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობა ამ მიმართულებით.

ეს მძიმე შედეგი მაფიქრებინებს, რომ ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა ქვეყნის სუვერენიტეტზე.

რა თქმა უნდა, არ ვარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას და საბოლოო სიტყვა სასამართლოსა და კანონს ეკუთვნის, თუმცა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება, ამის დადასტურების შემთხვევაში, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს და იყოს მკაცრი მაგალითი ყველასთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ საგამოძიებო უწყებები კანონის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ უტყუარად გამოვლინდნენ ის ფარული ძალები და ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც დომენტი ჩუბინიძისა და „ასავალ-დასავალის“ ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის ზურგსუკან იდგნენ.

ეს სამართლებრივი პროცესი უნდა გახდეს მკაცრი გაფრთხილება ქვეყნის სუვერენიტეტის ხელმყოფთა და უცხოური გავლენის აგენტებისთვის.

ყველამ უნდა გაითავისოს - საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტურად დგანან კონსტიტუციური წესრიგის სადარაჯოზე და არავის მიეცემა უფლება, პირადი თუ უცხოური ინტერესების სასარგებლოდ დააზიანონ ქვეყნის სტრატეგიული პოზიციები!

ქართული სახელმწიფო სამართლებრივი სახელმწიფოა და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ყოველი ქმედება ჩაჯდება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში.“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, სამშობლოს ღალატის — კერძოდ კი, საბოტაჟის ბრალდებით, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა. გამოძიების თანახმად, ბრალდებული 2026 წლის თებერვლიდან მიზანმიმართულად ავრცელებდა დეზინფორმაციას, თითქოს ხელისუფლებამ „გარეჯი გაყიდა“. დამდგარი შედეგით თუ ვიმსჯელებთ, გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის ფანტაზიას და, ალბათ, აღარ ჩაჯდება სიტყვის თავისუფლების შინაარსშიც. ფაქტია, სერიოზულად დაზიანდა აზერბაიჯანთან მიმდინარე დელიმიტაცია/დემარკაციის უმნიშვნელოვანესი პროცესი და შეფერხდა სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობა ამ მიმართულებით. ეს მძიმე შედეგი მაფიქრებინებს, რომ ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა ქვეყნის სუვერენიტეტზე. რა თქმა უნდა, არ ვარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას და საბოლოო სიტყვა სასამართლოსა და კანონს ეკუთვნის, თუმცა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება, ამის დადასტურების შემთხვევაში, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს და იყოს მკაცრი მაგალითი ყველასთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საგამოძიებო უწყებები კანონის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ უტყუარად გამოვლინდნენ ის ფარული ძალები და ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც დომენტი ჩუბინიძისა და „ასავალ-დასავალის“ ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის ზურგსუკან იდგნენ. ეს სამართლებრივი პროცესი უნდა გახდეს მკაცრი გაფრთხილება ქვეყნის სუვერენიტეტის ხელმყოფთა და უცხოური გავლენის აგენტებისთვის. ყველამ უნდა გაითავისოს - საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტურად დგანან კონსტიტუციური წესრიგის სადარაჯოზე და არავის მიეცემა უფლება, პირადი თუ უცხოური ინტერესების სასარგებლოდ დააზიანონ ქვეყნის სტრატეგიული პოზიციები! ქართული სახელმწიფო სამართლებრივი სახელმწიფოა და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ყოველი ქმედება ჩაჯდება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში.“
თამთა მეგრელიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით გარეჯზე დეზინფორმაციის გავრცელების და საბოტაჟისთვის „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები