ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ანა ბუჩუკური - ვუშვებ, რომ ხვალ ისევ შუამდგომლობებით დავიწყებთ სხდომას - არცერთ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს სასამართლო, ეს არის იმის ნიშანი, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, რაც აქამდეც ძალიან ღიად ჩანდა

გახარია საქართველოსთვისსაკონსტიტუციო სასამართლოლელო

ანა ბუჩუკურის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო არცერთ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს, რაც იმის ნიშანია, რომ გადაწყვეტილება წინასწარ უკვე მიღებულია.

ანა ბუჩუკური - ვუშვებ, რომ ხვალ ისევ შუამდგომლობებით დავიწყებთ სხდომას - არცერთ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს სასამართლო, ეს არის იმის ნიშანი, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, რაც აქამდეც ძალიან ღიად ჩანდა
ანა ბუჩუკური - ვუშვებ, რომ ხვალ ისევ შუამდგომლობებით დავიწყებთ სხდომას - არცერთ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს სასამართლო, ეს არის იმის ნიშანი, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, რაც აქამდეც ძალიან ღიად ჩანდაინტერპრესნიუსი

არცერთ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს სასამართლო. ეს არის იმის ნიშანი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ეს ნიშანი აქამდეც ძალიან ღიად ჩანდა , - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა არც კი ცდილობს, თუნდაც ფორმალურად აჩვენოს საზოგადოებას, რომ რაიმეს ითვალისწინებს ან ყურადღებას აქცევს.

“ტაქტიკურად სწორი მიგვაჩნია, რომ წინასწარ ჩვენს შუამდგომლობებზე არ ვისაუბროთ, თუმცა ვადასტურებ, რომ რამდენიმე შუამდგომლობა იქნება ჩვენი მხრიდან დაყენებული. მას შემდეგ, რაც “ლელო- ძლიერი საქართველოს” მხრიდან დაყენებული შუამდგომლობები ამოიწურება. მე ვუშვებ, რომ დღეს ეს ვერ ამოიწურება და ხვალ ისევ შუამდგომლობებით დავიწყებთ სხდომას. მაგრამ ეს ტექნიკურ პროცედურული ნაწილია, რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს. ჩვენ ორი დღეა ვუყურებთ, რომ აბსოლუტურად ყველა შუამდგომლობას სასამართლო უბრალოდ არ აკმაყოფილებს. დღეს ვეცადე დამთვალა, გუშინ იყო ხუთი შუამდგომლობა, პლუს ორი, დღეს კიდევ სამი თუ არ ვცდები. ჩვენ კიდევ რამდენიმე შუამდგომლობა გვაქვს, საბოლოოდ რომ დავთვალოთ დაახლოებით 15 შუამდგომლობა იქნება წარდგენილი შუამდგომლობების წარდგენის ეტაპზე. ჯერ-ჯერობით ხედავთ, რომ არცერთ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს სასამართლო. ეს არის იმის ნიშანი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ეს ნიშანი აქამდეც ძალიან ღიად ჩანდა. ასევე ნიშანია იმისა, რომ არც ცდილობს ეს საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა, რაღაც ფორმალისტური მიზნებისთვის მაინც აჩვენოს, რომ რაღაცას აქცევს ყურადღებას ან რაღაცას ითვალისწინებს. მატერიალური თვალსაზრისით, ანუ შინაარსობრივ-შედეგობრივი თვალსაზრისით, გადაწყვეტილება რომ მიღებულია, ეს ჩვენ ბევრი მდგენელით, ვიდრე სხდომა დაიწყებოდა ყველა ვხედავდით”, - განაცხადა ბუჩუკურმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ტაქტიკურად სწორი მიგვაჩნია, რომ წინასწარ ჩვენს შუამდგომლობებზე არ ვისაუბროთ, თუმცა ვადასტურებ, რომ რამდენიმე შუამდგომლობა იქნება ჩვენი მხრიდან დაყენებული. მას შემდეგ, რაც “ლელო- ძლიერი საქართველოს” მხრიდან დაყენებული შუამდგომლობები ამოიწურება. მე ვუშვებ, რომ დღეს ეს ვერ ამოიწურება და ხვალ ისევ შუამდგომლობებით დავიწყებთ სხდომას. მაგრამ ეს ტექნიკურ პროცედურული ნაწილია, რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს. ჩვენ ორი დღეა ვუყურებთ, რომ აბსოლუტურად ყველა შუამდგომლობას სასამართლო უბრალოდ არ აკმაყოფილებს. დღეს ვეცადე დამთვალა, გუშინ იყო ხუთი შუამდგომლობა, პლუს ორი, დღეს კიდევ სამი თუ არ ვცდები. ჩვენ კიდევ რამდენიმე შუამდგომლობა გვაქვს, საბოლოოდ რომ დავთვალოთ დაახლოებით 15 შუამდგომლობა იქნება წარდგენილი შუამდგომლობების წარდგენის ეტაპზე. ჯერ-ჯერობით ხედავთ, რომ არცერთ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს სასამართლო. ეს არის იმის ნიშანი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ეს ნიშანი აქამდეც ძალიან ღიად ჩანდა. ასევე ნიშანია იმისა, რომ არც ცდილობს ეს საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა, რაღაც ფორმალისტური მიზნებისთვის მაინც აჩვენოს, რომ რაღაცას აქცევს ყურადღებას ან რაღაცას ითვალისწინებს. მატერიალური თვალსაზრისით, ანუ შინაარსობრივ-შედეგობრივი თვალსაზრისით, გადაწყვეტილება რომ მიღებულია, ეს ჩვენ ბევრი მდგენელით, ვიდრე სხდომა დაიწყებოდა ყველა ვხედავდით“
ბუჩუკური
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ანა ბუჩუკური - პროცესი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია - ხელისუფლება განსხვავებულ აზრს არაკონსტიტუციურად აცხადებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები