პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბახტიორ საიდოვს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბათუმში უზბეკ კოლეგას, ბახტიორ საიდოვს შეხვდა, სადაც მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბახტიორ საიდოვს შეხვდა
პირველი არხი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბათუმში უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბახტიორ საიდოვს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი.

„ყურადღება დაეთმო საქართველო-უზბეკეთის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში საქართველოსა და უზბეკეთის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს 23 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბათუმში გაიმართება.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება რეგიონის ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის.

შეხვედრისას მხარეებმა, ასევე, გაცვალეს მოსაზრებები ფართო რეგიონში და გლობალურად მიმდინარე პროცესებზე და დაადასტურეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

13 სტატია
სამთავრობო 12ნეიტრალური 1
  1. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს
  2. POSTVსამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს
  3. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს
  4. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმაკა ბოჭორიშვილი ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს
  6. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა
  7. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა
  8. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა
  9. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა
  10. POSTVსამთავრობომაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა
  11. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
  12. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
  13. პირველი არხისამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმში ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები