ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“დანარჩენმა ექვსმა გაიგო და არ ეუბნებიან”– ზურაბ ჯაფარიძე

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტიგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა განახლდა, სადაც მოსამართლე ევა გოცირიძემ „ქართულ ოცნებას“ მოსთხოვა დააზუსტოს, რომელ პარტიას რა ფაქტებს ედავება, რასაც პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძე გამოეხმაურა.

“დანარჩენმა ექვსმა გაიგო და არ ეუბნებიან”– ზურაბ ჯაფარიძე
“დანარჩენმა ექვსმა გაიგო და არ ეუბნებიან”– ზურაბ ჯაფარიძეალია

პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ევა გოცირიძის იმ კითხვებს ეხმაურება, რომლითაც მოსამართლე ითხოვს დაზუსტებას, მაინც რომელ პარტიას რას ედავება “ქართული ოცნება” და წერს:

დანარჩენმა ექვსმა გაიგო და არ ეუბნებიან.

ცნობისთვის, ევა გოცირიძემ, განაცხადა:

„მინდა, მოსარჩელეს ვთხოვო, როცა იქნება თქვენი განმარტებები წარმოდგენილი, იქნებ უფრო დაზუსტებით წარმოგვიდგინოთ, რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ რა სამდურავი გაქვთ და, თქვენი აზრით, რომელი ფაქტები უნდა მიეწეროს შესაბამის პოლიტიკურ პარტიას. მაგალითად, 2003-2012 წლის ფაქტები უნდა შეერაცხოს დანარჩენ ოთხ პარტიას? ან ოთხი დანარჩენი პარტიის ფაქტები ერთმანეთს უნდა შეერაცხოს, რადგან ისინი კოალიციაში არიან და სხვადასხვა დროს იყვნენ? ეს ჩვენთვისაც გაუგებარია ნამდვილად და ამაში სიცხადეს თუ არ შეიტანთ, ძალიან გაჭირდება საერთოდ პროცესის ჩატარება“.

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე “ქართული ოცნების” სარჩელის განხილვა დღეს, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე განახლდა. სასამართლო კვლავ შუამდგომლობების ეტაპზე რჩება.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მინდა, მოსარჩელეს ვთხოვო, როცა იქნება თქვენი განმარტებები წარმოდგენილი, იქნებ უფრო დაზუსტებით წარმოგვიდგინოთ, რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ რა სამდურავი გაქვთ და, თქვენი აზრით, რომელი ფაქტები უნდა მიეწეროს შესაბამის პოლიტიკურ პარტიას. მაგალითად, 2003-2012 წლის ფაქტები უნდა შეერაცხოს დანარჩენ ოთხ პარტიას? ან ოთხი დანარჩენი პარტიის ფაქტები ერთმანეთს უნდა შეერაცხოს, რადგან ისინი კოალიციაში არიან და სხვადასხვა დროს იყვნენ? ეს ჩვენთვისაც გაუგებარია ნამდვილად და ამაში სიცხადეს თუ არ შეიტანთ, ძალიან გაჭირდება საერთოდ პროცესის ჩატარება“
ევა გოცირიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მოსამართლე ევა გოცირიძე ვარაუდობს, რომ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას 3 დღე არ ეყოფაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები