საქართველოს საპენსიო ფონდი სერვისებთან დაკავშირებით მორიგ საინფორმაციო ვიდეოს ავრცელებს
საქართველოს საპენსიო ფონდმა მორიგი საინფორმაციო ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც მოქალაქეებს დაგროვებითი საპენსიო სქემის პრინციპებს, my.pensions.ge-ით ანგარიშის მონიტორინგსა და თანხის მემკვიდრეობით გადაცემის შესაძლებლობას უხსნის.

საქართველოს საპენსიო ფონდი სერვისებთან დაკავშირებით მორიგ საინფორმაციო ვიდეოს ავრცელებს.
საქართველოს საპენსიო ფონდის განცხადებით, მორიგი საინფორმაციო ვიდეო მოსახლეობისთვის დაგროვებითი საპენსიო სქემის ძირითადი პრინციპების მარტივი და გასაგები ფორმით განმარტებას ემსახურება.
მათივე განმარტებით, ვიდეოს მთავარი გზავნილია, რომ საპენსიო დანაზოგი მხოლოდ დღევანდელი შემოსავლის ნაწილი არ არის, არამედ გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობის ინსტრუმენტია.
„მასალაში ხაზგასმულია როგორც დანაზოგის, შეგროვების, ასევე ზრდისა და სარგებლის დარიცხვის პროცესი.
მონაწილეებს უზიარებს საკუთარი ანგარიშის მონიტორინგის შესაძლებლობას პირადი ელექტრონული გვერდის my.pensions.ge-ს საშუალებით.
ვიდეო ასევე განმარტავს საპენსიო თანხით სარგებლობის პირობებს, გამონაკლის შემთხვევებსა და დანაზოგის დაცვის მექანიზმებს, მათ შორის მემკვიდრეობით გადაცემის შესაძლებლობას.
საბოლოოდ, ანიმაცია მოქალაქეებს მომავლის დაგეგმვისა და ფინანსური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას ახსენებს და მთავარ მოწოდებად აყალიბებს გზავნილს - „დაზოგე შენი მომავლისთვის!“,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„მასალაში ხაზგასმულია როგორც დანაზოგის, შეგროვების, ასევე ზრდისა და სარგებლის დარიცხვის პროცესი. მონაწილეებს უზიარებს საკუთარი ანგარიშის მონიტორინგის შესაძლებლობას პირადი ელექტრონული გვერდის my.pensions.ge-ს საშუალებით. ვიდეო ასევე განმარტავს საპენსიო თანხით სარგებლობის პირობებს, გამონაკლის შემთხვევებსა და დანაზოგის დაცვის მექანიზმებს, მათ შორის მემკვიდრეობით გადაცემის შესაძლებლობას. საბოლოოდ, ანიმაცია მოქალაქეებს მომავლის დაგეგმვისა და ფინანსური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას ახსენებს და მთავარ მოწოდებად აყალიბებს გზავნილს - „დაზოგე შენი მომავლისთვის!“,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…