საპენსიო ფონდი - 31 ოქტომბრის მონაცემებით, საპენსიო სქემაში 1 მილიონ 787 ათასი ადამიანია ჩართული - დაგროვებითი პენსიით, ამ პერიოდისთვის, 38 186-მა პირმა ისარგებლა
საპენსიო ფონდის ცნობით, საპენსიო სქემაში 1 მილიონ 787 ათასი პირია ჩართული, ხოლო დაგროვებითი პენსიით 38 186-მა ისარგებლა და მათზე 201 მილიონ ლარზე მეტი გაიცა.

საქართველოს საპენსიო ფონდი 31 ოქტომბრის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ფონდის ცნობით, 2026 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 787 ათასი ადამიანია. ამ პერიოდისთვის, დაგროვებითი პენსიით 38 186-მა პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით გაიცა 201,645,743.53 ლარი.
„ოქტომბრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამური საინვესტიციო სარგებელი 3 მილიარდ ლარს მიუახლოვდა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ციტატები სტატიიდან
„ოქტომბრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამური საინვესტიციო სარგებელი 3 მილიარდ ლარს მიუახლოვდა,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…