გრიგოლ გეგელია – საკონსტიტუციო სარჩელში ჩადებულია სერიოზული ნაღმები, საქმე ეხება საქართველოს უსაფრთხოებას და საგარეო ვექტორს
„ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელის მიზანი ოპოზიციის გაქრობაა და მასში ქვეყნის უსაფრთხოებისა და საგარეო ვექტორისთვის საშიში ნაღმებია ჩადებული. იგი მოითხოვს დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეტენზიები დააკონკრეტოს.

საკონსტიტუციო სარჩელის მიზანია ამ ქვეყნიდან ოპოზიციის გაქრობა, ამავდროულად, მასში ჩადებულია სერიოზული ნაღმები, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან განუცხადა.
როგორც გეგელიამ აღნიშნა, საქმე ეხება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკურ ვექტორს.
მისივე თქმით, შუამდგომლობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დააკონკრეტოს, რომელ პარტიასთან რა პრეტენზია აქვს, აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს.
„ახსნა-განმარტების ეტაპზე ვიტყვით, ვის რას ვედავებითო, ეს მთელ პროცესს ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს. შუამდგომლობა არის აუცილებლად დასაკმაყოფილებელი, რადგან საქმე არ ეხება ერთ და ორ პოლიტიკურ პარტიას, საქმე ეხება საქართველოს უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკურ ვექტორს“, – განაცხადა გეგელიამ.
ციტატები სტატიიდან
„ახსნა-განმარტების ეტაპზე ვიტყვით, ვის რას ვედავებითო, ეს მთელ პროცესს ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს. შუამდგომლობა არის აუცილებლად დასაკმაყოფილებელი, რადგან საქმე არ ეხება ერთ და ორ პოლიტიკურ პარტიას, საქმე ეხება საქართველოს უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკურ ვექტორს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…