ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კომპანია „ჯვარი“ სპეციალური საწარმოს სტატუსით ოკუპირებულ აფხაზეთში საბურავების გაყიდვას გეგმავს

მთავრობისგან სპეციალური საწარმოს სტატუსის მიღების შემდეგ, კომპანია „ჯვარი“ ოკუპირებულ აფხაზეთში ავტომობილის საბურავების გაყიდვას გეგმავს. კომპანიის დირექტორ დავით აკობიას თქმით, რეგიონიდან დიდი მოთხოვნა იყო, თუმცა პროდუქციის შეტანის დაწყების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

კომპანია „ჯვარი“ სპეციალური საწარმოს სტატუსით ოკუპირებულ აფხაზეთში საბურავების გაყიდვას გეგმავს
კომპანია „ჯვარი“ სპეციალური საწარმოს სტატუსით ოკუპირებულ აფხაზეთში საბურავების გაყიდვას გეგმავსBM.GE

კომპანია „ჯვარი“, რომელსაც მთავრობამ სპეციალური საწარმოს სტატუსი მიანიჭა, ოკუპირებულ აფხაზეთში ავტომობილის საბურავების გაყიდვას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა დავით აკობიამ BM.GE-ს განუცხადა.

მთავრობის 16 ოქტომბრის განკარგულებით, „ჯვარზე“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობა 3 თვის ვადით გაიცა. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ სტატუსი მათი მოთხოვნის საფუძველზე მიანიჭეს.

„ზუგდიდში, საბურავებზე ვმუშაობ, ოკუპირებული რეგიონიდან საბურავებზე მოთხოვნა იყო. ხალხი გადმოდიოდა და ვერ გადმოჰქონდა იქით და ამის საფუძველზე... ოკუპირებულ რეგიონში რა მოთხოვნაც იქნება იმ მოცულობის საბურავებს გადავიტან, რა ღირებულების იქნება ჯერ არ ვიცი. ძალიან ბევრია დაინტერესებული და მაგის საფუძველზე გავაკეთეთ“, - განუცხადა BM.GE-ს დავით აკობიამ. თუმცა ბიზნესმენი ვერ აზუსტებს ვერც იმას როდის დაიწყებს ოკუპირებულ რეგიონში საბურავების გატანას და ვერც იმას რომელ ლოკაციებზე მიაწვდის საქონელს.

მისივე ინფორმაციით, კომპანიას სპეციალური საწარმოს სტატუსი პირველად მიიღო და მოთხოვნის შესწავლის შემდეგ საბურავებს იქ ჩაიტანენ, საიდანაც მოთხოვნა იქნება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ზუგდიდში, საბურავებზე ვმუშაობ, ოკუპირებული რეგიონიდან საბურავებზე მოთხოვნა იყო. ხალხი გადმოდიოდა და ვერ გადმოჰქონდა იქით და ამის საფუძველზე... ოკუპირებულ რეგიონში რა მოთხოვნაც იქნება იმ მოცულობის საბურავებს გადავიტან, რა ღირებულების იქნება ჯერ არ ვიცი. ძალიან ბევრია დაინტერესებული და მაგის საფუძველზე გავაკეთეთ“
დავით აკობია
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მთავრობამ კომპანია „სოლიდუსს“ სპეციალური საწარმოს სტატუსი კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები