ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მთავრობამ კომპანია „ჯვარს“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსი მიანიჭა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობამ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით კომპანია „ჯვარს“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსი 3 თვის ვადით მიანიჭა.

მთავრობამ კომპანია „ჯვარს“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსი მიანიჭა
მთავრობამ კომპანია „ჯვარს“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსი მიანიჭაBM.GE

მთავრობამ კომპანია „ჯვარს“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსი მიანიჭა. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, შპს-ს სპეციალური საწარმოს სტატუსი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 თვის ვადით მიენიჭა.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლისა და „სპეციალური საწარმოს სტატუსის მაძიებელი პირისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის №186 დადგენილებით დამტკიცებული „სპეციალური საწარმოს სტატუსის მაძიებელი პირისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, შპს „ჯვარს“ (ს/ნ: 442734748) 3 თვის ვადით მიეცეს სპეციალური თანხმობა ამავე წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე“ - წერია დოკუმენტში.

ბიზნეს რეესტრის მიხედვით, შპს „ჯვარი“ 2019 წლის ნოემბერშია რეგისტრირებული. მისი იურიდიული მისამართი წალენჯიხის რაიონის ქ. ჯვარია. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი კი დავით აკობიაა.

BMG სპეციალური საწარმოს სტატუსის მიღების მიზნებზე მეტი დეტალის გასაგებად შეეცდება კომპანია „ჯვარის“ მფლობელს დაუკავშირდეს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში მთავრობამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სპეციალური საქმიანობის განხორციელებისთვის სპეციალურ თანხმობა კომპანია „სოლიდუსს“ 3 თვის ვადით გაუხანგრძლივა.

12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი მწვავე საწვავის კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. აღნიშნული ფაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა და განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავი არა მთავრობამ, არამედ კერძო ბიზნესმა შეიტანა. საწვავს ოკუპირებულ რეგიონში სწორედ კომპანია „სოლიდუსი“ ყიდდა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კობახიძე: “ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს შიდა საქმეებში ერევა რუსული მხარე, ვაკეთებთ ხოლმე შესაბამის განცხადებებს და ანალოგიურად, როდესაც აკეთებს ევროპული სტრუქტურა განცხადებებს, როცა ერევიან ევროპული სტრუქტურები ჩვენს შიდა საქმეებში, აქაც ვაკეთებთ შესაბამის განცხადებებს”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები