ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-ში ნავთობის მარაგები მოსალოდნელზე მეტად შემცირდა

აშშ-ის სტრატეგიული ნავთობის მარაგები 4.93 მილიონი ბარელით შემცირდა, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს საგრძნობლად აღემატება.

აშშ-ში ნავთობის მარაგები მოსალოდნელზე მეტად შემცირდა
აშშ-ში ნავთობის მარაგები მოსალოდნელზე მეტად შემცირდაBM.GE

აშშ-ის სტრატეგიული ნავთობის მარაგები 4.93 მილიონი ბარელით შემცირდა, რაც საგრძნობლად აღემატება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ 1.3-მილიარდიან შემცირებას.

როგორც ირკვევა, ბენზინის მარაგები 2 მილიონი ბარელით შემცირდა, ხოლო დისტილატების მარაგებმა 2.6 მილიონი ბარელით იკლო.

პარალელურად, კოკლაჰომაში, სადაც WTI-ის ფიუჩერსების მიწოდების ჰაბია განთავსებული, ნავთობის მარაგები 900,000 ბარელით გაიზარდა. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნედლი ნავთობის მოცულობა მცირედით გაიზარდა, თუმცა გადამუშავებული საწვავის მოცულობა ქვეყანაში იკლებს.

რაც შეეხება მოპოვების მაჩვენებლებს, წინა კვირაში აშშ-ში ნავთობის დღიური მოპოვება წინა კვირის 13.979 მილიონი ბარელიდან 13.679 მილიონ ბარელამდე შემცირდა.

მართალია, აშშ-ის სტრატეგიული მარაგების მოცულობა კრიტიკულად არ არის შემცირებული, თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კლების ტენდენცია თუ ასე გაგრძელდება, ქვეყანას აუცილებლად მოუწევს გარკვეული ზომების მიღება.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ-ის მსგავსად G7-ის წევრები 100 მლნ ბარელ ნავთობს გამოათავისუფლებენ ბაზრის სტაბილიზაციისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები